თაკო ჩხეიძე: „თბილისის მოდის კვირეულმა კვლავ აღმოაჩინა ახალი დიზაინერები“

მოზაიკა

24 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

თბილისში 19-23 ოქტომბერს „თბილისის მოდის კვირეული“ გაიმართა. დაარსებიდან 13 სეზონის მანძილზე კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ.


წელს „თბილისის მოდის კვირეული“ დიდი ნინო რამიშვილის სამოსის ჩვენებით გაიხსნა. „ეპოქა და მოდა“ - ამ სახელწოდების პერფორმანსით 19 ოქტომბერს „სუხიშვილებმა“ წარმოადგინეს 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონის მიერ შექმნილი 15 კაბა, აქსესუარებით.

შემდეგი 4 დღის მანძილზე, 20-23 ოქტომბერს, არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენება გაიმართა: MACH & MACH, მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა Add to dictionary, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI.
კვირეულს ესტუმრა ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint, რომელმაც თავისი ახალი კოლექცია წარმოუდგინა ქართველ მაყურებელს.
23 ოქტომბერს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველ პრემიალურ პროექტ „სკაილაინ რეზიდენს“-ში კვირეული დიდი წვეულებით და მოდის ინსტალაცია/წარმოდგენით დაიხურა.
დასკვნით დღე სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენებებითაც იყო გამორჩეული. თორმეტი დიზაინერის კოსტიუმები ყველა მსურველს შეეძლო შეეფასებინა ახალი ტიფლისის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ.
განახლებული აღმაშენებელი გუშინ მოდური ჩვენების ეპიცენტრად იქცა. „თბილისის მოდის კვირეულის“ ისტორიაში პირველად ჩვენებაზე ყოველგვარი მოსაწვევების გარეშე, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ქართველი დიზაინერების კოლექციები პირველებს შეეფასებინათ.

თაკო ჩხეიძე („თბილისის მოდის კვირეულის“ დამფუძნებელი): „თბილისის მოდის კვირეულმა კვლავ აღმოაჩინა ახალი დიზაინერები, რომლებიც დაიპყრობენ ქართული მოდის სფეროს. ძალიან მიხარია, ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის, დიდი შრომის შედეგად ახალბედა დიზაინერების სერიოზული კოლექციები ვნახეთ“.

„თბილისის მოდის კვირეული“ მომავალ სეზონზე დაბრუნდება. ქართველი დიზაინერები ახალი ტენდენციებით შექმნილ სამოსს გაზაფხულზე შემოგვთავაზებენ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?