რას ემსახურება საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საჩხერის რაიონული საავადმყოფო მონაწილეობს?!

მოზაიკა

25 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  შეფასებით, გლობალური ავადობის ტვირთის, დაახლოებით, 25% გარემოს რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედებასთან ასოცირდება. საჩხერის მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად აუწყოს ფეხი თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს, ამჯერად საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობს. მცირე გეოგრაფიულ არეალებში ჯანმრთელობის რისკების გამოსაკვლევად შემუშავდება საქართველოსთვის ოპტიმალური სტრუქტურა, რომელიც შემდგომ  სხვა პოტენციურად სარისკო ზონების კვლევისთვის იქნება გამოყენებული.

გარემოს რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედების საფრთხის მასშტაბები და მისი ზრდის ტემპები განაპირობებს იმას, რომ გარემოსა და ჯანმრთელობის უსაფრხოების სისტემები ევროპის, შეერთებული  შტატებისა და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ნაცვლად ამჟამად გავრცელებული ნორმატივების კონტროლისა და დაცვის სისტემისა, გადადიან თვისობრივად ახალ - რისკების მართვის პრინციპზე, რომლის სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზის შესაქმნელად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამის (UNEP), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ძალისხმევით ამოქმედებულია ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო  პროგრამა, რადიაციულ საფრთხესთან მიმართებაში ეს დეკლარირებულია რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) 2007 წლის რეკომენდაციებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და ევროპის გაერთიანების (EurAtom) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო ნორმებში.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საგზაო რუკის საფუძველზე აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა დაწყებულია საქართველოშიც WHO and UNEP  Health and Environment Linkages Initiative  National Environmental Health Action Plans (NEHAPs) პროგრამის ფარგლებში, თუმცა აღნიშნული პროგრამა  გულისხმობს მეთოდოლოგიის დანერგვას მხოლოდ ნაციონალურ დონეზე,  რაც შეეხება ლოკალურ დონეს - რისკის ე.წ. საიტ-სპეციფიკურ შეფასებებს, რაც საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია  ეკოლოგიური საფრთხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.   
ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე სტანდარტი თვისობრივად ახალ მოთხოვნებს უყენებს, როგორც რისკის შინაარსს, ასევე რისკის სიზუსტეს, იგი გულისხმობს  ჯანმრთელობის მავნე ეფექტის განვითარების ალბათობის განსაზღვრას 1) გარემო სტრესორის ტიპის,  2) საარსებო გარემოში მისი გავრცელების ფორმებისა და დონეების, 3) ექსპოზიციის სპეციფიკის, რეციპიენტის მეტაბოლიზმის ინდივიდუალური თავისებურებების და ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინებით, რაც კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკაზე ორიენტირებულ გარემოსა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემებზე გადასვლას ნიშნავს და მძლავრი ეროვნული სამეცნიერო-საექსპერტო პოტენციალის ფორმირებას მოითხოვს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას, გადაიჭრას, როგორც ე.წ. პირდაპირი ამოცანა - ეკოლოგიურ მონაცემების ანალიზის ბაზაზე მოსახლეობის ავადობის პროგნოზი, ასევე შებრუნებული ამოცანაც - მოსახლეობის ავადობის მახასიათებელთა ანალიზით ეკოლოგიური საფრთხის წყაროს სივრცითი ლოკაცია და მისი ბუნების იდენტიფიცირება. გამოკვლევათა ეს მიდგომა საქართველოსათვის ოპტიმალურია, რადგან არ მოითხოვს ფართომასშტაბიან საველე ეკოლოგიურ გამოკვლევებს, იაფი და ოპერატიულია, თუმცა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სამედიცინო სტატისტიკის ადგილობრივი მონაცემების ხარისხზე, მეცნიერებატევადია და მოითხოვს დიდი მოცულობის თეორიულ გამოკვლევების წარმოებას ახალი მათემათიკური აპარატებისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მეთოდოლოგიისათვის  საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია მოსახლეობის დოზური დატვირთვების ადეკვატურ შეფასებას. ამ მიზნით გამოიყენება, როგორც პირდაპირი მეთოდები, რომლებიც ეფუძნება  ე. წ. ბიოდოზიმეტრიული, ბიოლოგიური ეფექტისა და ინდივიდუალური მგრძნობელობის ბიომარკერების კვლევას, ასევე ირიბი, ე. წ. ექსპოზიციის სიტუაციური მოდელირების მეთოდები.
ბიომარკერების კვლევის მეთოდებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ე.წ.  ეპრ-სპექტროსკოპული მეთოდები, როგორც ყველაზე უფრო ზუსტი და უნივერსალური, რადგან იძლევა საშუალებას, გამოყენებული იქნას სამივე ტიპის ბიომარკერის სტატუსით.
ელექტრონ პარამაგნტულ რეზონანსული (ეპრ) ბიოდოზიმეტრიის მეთოდი ეფუძნება  ადამიანის სხეულის კალციფიცირებულ ქსოვილებში (კბილის ემალში) სტაბილური რადიაცია-ინდუცირებული თავისუფალი რადიკალების გაზომვას. აღნიშნული მეთოდი გამოყენებული იყო სხვადასხვა რადიაცია-ეპიდემიოლოგიურ კვლევებში  - ჰიროსიმა და ნაგოსაკის ატომური ბომბის აფეთქების შემდგომ გადარჩენილი მოსახლეობის,  სამხრეთ ურალის ბირთვულ წარმოებაში მომუშავე პირების, ურალის რადიაციით დაბინძურებული ტერიტორიის მოსახლეობის, ჩერნობილის ატომური რეაქტორის კატასტროფის დროს დაბინძურებული ტერიტორიის მოსახლეობისა და ჩერნობილის სარკოფაგის მომსახურე პერსონალის  ინდივიდუალური რეტროსპექტრული დოზიმეტრიის (ბუნებრივი რადიაციული ფონის აბსორბირებული დოზის დადგენის) მიზნით სხვა ინსტრუმენტული დოზიმეტრიის  მეთოდებთან ერთად.
დადგენილია ეპრ-დოზიმეტრიის საშუალებით შთანთქმული დაბალი დოზების რეგისტრაციის უნარი 100 მგრეის ფარგლებში. 
კბილის ემალი შთანთქავს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავს რადიაციის ზემოქმედებით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს. ვინაიდან კბილის ემალი ფომირება მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში და შემდგომ არ განიცდის რემოდელირებას, რადიაცია იდფუცირებული რადიკალები აკუმულირდება მასში მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ინახავს ამ ინფორმაციას ხანგრძლივი დროით.  
გაზომილი ეპრ სიგნალის ინტენსივობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ სიცოცხლის განმავლობაში გარემოდან შთანთქმული, ან კვების პროდუქტებთან ერთად მიღებული რადიაციის დოზის შესახებ.
ახლა კი, ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, კონკრეტულად მიმდინარე კვლევის შესახებ, რომელიც  GRDF პროექტის დაფინანსებით შესრულდა.
იგი მოიცავდა:



  • სამედიცინო სტატისტიკის მონაცემთა სივრცე-დროით ანალიზს; ჯანმრთელობის მაღალი რისკის ზონების - „კლასტერების“ ლოკაციისთვის;

  • შერჩეულ „კლასტერებში“ გრუნტის ზედაპირულ გამა-დოზიმეტრიულ გამოკვლევებს;

  • შერჩეულ „კლასტერებში“ სპეციალურად შერჩეული კოჰორტებში კბილის ემალის ეპრ-სპექტროსკოპიას, შესაძლო რადიაციული ზემოქმედების ბიოდოზიმეტრიისათვის;

  • ციტოგენეტიკურ გამოკვლევებს გენო და ციტოტოქსიური ეფექტების გამოსავლენად;

  • სისხლის სხვადასხვა ბიოქიმიურ კვლევებს - ლიპიდური ცვლისა და თავისუფალი აზოტის ჟანგის (NO)  ანალიზს,  გარემო ფაქტორებთან და მეტაბოლურ ძვრებთან ასოცირებული მუტაგენური ეფექტების დიფერენცირებისთვის;

  • ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის მახასიათებელთა კვლევა მგრძნობელობის მარკერების პოზიციებიდან.


ეპრ-სპექტროსკოპული კვლევა წარმოებდა აშშ-ში, კერძოდ დართმოუთში (ნიუ ჰემფშირის შტატი),  გეიზელის სამედიცინო სკოლის ეპრ ცენტრში, რომლის დამფუძნებელია პროფესორი ჰაროლდ შვარცი. პროფესორ ჰ. შვარცის ხელმძღვანელობით შეიქმნა პორტატიული ეპრ სპექტრომეტრი, რომელიც კბილის ემალის ეპრ სიგნალის ინტენსივობის მიხედვით ორგანიზმის მიერ შთანთქმული რადიაციული დოზის შესამოწმებლად გამოიყენება.
პროფ. შვარცის მეთოდოლოგიით კბილის ამოღება საჭირო არ არის და საკმარისია მხოლოდ კბილის აპარატის რეზონატორთან  კონტაქტი. აღნიშნული მეთოდოლოგია განკუთვნილია როგორც ექსტრემალური სიტუაციების დროს დასხივებული პოპულაციის სელექციისთვის, ასევე ეპიდემიოლოგიურ კვლევებში რადიაციული დაძაბულობის ზონების აღმოჩენისთვის.

საქართველოში კვლევა ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტმანეტისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მიერ, დაფინანსებულია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) გრანტით და მიზნად ისახავს გარემოს მავნე ზემოქმედებასთან ასოცირებული ჯანმრთელობის საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და მართვის თავამედროვე მეთოდოლოგიის ადაპტირება-აპრობირებას საქართველოს სპეციფიკასთან კონკრეტული რაიონის მაგალითზე.

თუ რატომ შეირჩა კვლევისთვის კონკრეტულად საჩხერის რაიონი და რა შედეგებზე დაფიქსირდა ამ ეტაპზე, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე საუბრობს:
„კვლევის საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე ონკოავადობის სივრცე-დროითმა ანალიზმა გამოავლინა, რომ საჩხერის რაიონში კანცერის მთელ რიგ რადიოსენსიტიურ ლოკალიზაციებში  რისკი ორჯერ-სამჯერ მაღალი იყო, ქვეყნისათვის რისკის საშუალო მნიშვნელობაზე. როგორც ონკოავადობის ცალკეულ შემთხვევათა შემდგომმა დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომელიც ჩატარდა საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ონკოლოგიურ და სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთობლივად,  აღნიშნული ფაქტი უფრო ავადობის სრულყოფილ რეგისტრაციასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, ვიდრე ძლიერი პათოგენური ეფექტურობის დამაბინძურებლის ზემოქმედებასთან, რაც დადასტურდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წლის მონაცემებითაც.
ანომალური ზონები არ გამოავლინა არც გრუნტის ზედაპირულმა გამა-დოზიმეტრიამ, თუმცა იგი არ გამორიცხავს ბუნებრივი რადიონუკლიდებით ან ქიმიური ტოქსიკანტებით შინაგანი ექსპოზიციის ალბათობას ლოკალურ ზონებში, მით უმეტეს, რომ ჩვენ მიერ  გამოვლენილი იქნა სტატისტიკურად სარწმუნო ჰეტეროგენობა როგორც ონკოლოგიური რისკის განაწილებაში რაიონის ტერიტორიაზე, ასევე ონკოავადობის სპექტრში ლოკალიზაციათა მიხედვით. მნიშვნელოვანი სივრცითი ჰეტეროგენობაა გამოვლენილი ბიომარკერთა მნიშვნელობებშიც, მაგრამ მოცემულ ეტაპზე, მიღებული შედეგების სტატისტიკური სარწმუნოება კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა და შეიძლება, განხილული  იქნეს, როგორც პილოტური კვლევის შედეგები, მომავალი, უფრო დეტალური გამოკვლევების დაგეგმვისათვის.
როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, გარემოსთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პროფესიონალთა, სამეცნიერო-აკადემიური სექტორისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა  ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევითაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით  აღნიშნული გამოკვლევა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პირველი წინგადადგმული ნაბიჯი.
დაწყებულია და პირველ ეტაპზე აპრობირებულია მცირე გეოგრაფიული არეალებში ჯანმრთელობის რისკების კვლევის საქართველოსათვის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება, რომელიც შემდგომ  სხვა პოტენციურად სარისკო ზონების გამოსაკვლევად იქნება გამოყენებული.
დაბოლოს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში სრული ურთიერთგაგება, ინტერესესი, ურთიერთშეწყობა გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენ ერთად ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ,“ - აღნიშნავს პროფესორი თამარ სანიკიძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?