ნამდვილი ამერიკული რესტორანი და გემრიელი რეცეპტები კენტუკის შტატიდან

მოზაიკა

1 ნოემბერი 22:00, 2016 წელი
72

თბილისში პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გახსნიდან ერთი წლის თავზე მომხმარებლის წინაშე განახლებული სახელწოდებით და მენიუთი წარდგა. რა გახდა რესტორნის რებრენდინგის მიზეზი და რა სიახლეს სთავაზობს „ბიგ სმოუქი“ ქართველ მომხმარებელს?! 

„Funtime“-ს რესტორნის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ კიკნაძე ესაუბრება...

- როგორ გაჩნდა რესტორნის გახსნის იდეა და რატომ მაინცდამაინც ამერიკული ბარბექიუ?

- რესტორანი ზუსტად ერთი წლის წინ, ოქტომბერში გაიხსნა. მისი გახსნის იდეა კი გაცილებით ადრე - 2012 წელს, ამერიკელ პარტნიორთან ერთად  გაჩნდა. ეს იდეა ჩვენთვის საინტერესო იყო იმით, რომ ქართულ ბაზარზე ყველანაირი სახის სამზარეულოა წარმოდგენილი, მაგრამ არ იყო ნამდვილი ბარბექიუ, არც იმის აღქმა არსებობდა, თუ რა იყო ნამდვილი ამერიკული რესტორანი.

- როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა ეს სიახლე?
- შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ქართულ ბაზარზე ადაპტირება მოვახერხეთ და თავიც დავიმკვიდრეთ. თუმცა მუშაობის პროცესში საჭირო გახდა ნამდვილი ამერიკული ბარბექიუ კონცეფციის გადახედვა და ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფორმით წარდგენა. სწორედ ამიტომ, ერთი წლის თავზე გადავწყვიტეთ რესტორნის სახელი, მენიუ და გარემო მთლიანად  ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებზე მოგვერგო.

- რომელია განსხვავებული, ახალი  კერძებირომელსაც მომხმარებელს შესთავაზებთ? 
- ძირითად ბარბექიუ მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები - სალათები, აპეტაიზერები და სხვ.

- რაც შეეხება რესტორნის სახელწოდებას...
- ერთი წლის წინ რესტორანს „OLD KENTUCKY BARBEQUE“ დავარქვით, რადგან ჩვენთან კერძები კენტუკის შტატის რეცეპტებით მზადდება და ინგრედიენტებიც სპეციალურად ჩვენი რესტორნისთვის კენტუკის შტატიდან იგზავნება. თუმცა, ეს სახელწოდება რესტორნის პირობაზე რთულად გამოსათქმელი აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ იგი შეგვეცვალა. ახალი სახელწოდებაც თემატურად შევარჩიეთ - მოგეხსენებათ „ბიგ სმოუქი“ ქართულად დიდ კვამლს ნიშნავს, ნამდვილი ბარბექიუს მომზადება კი კვამლის გარეშე წარმოუდგენელია.


- რესტორნის ინტერიერზე, მომსახურებასა და ტექნოლოგიაზე რას გვეტყვით?
- რესტორნის ინტერიერი და ტექნოლოგია მთლიანად ამერიკულია. აქ დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი“, რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. „სმოუქერი“ დამზადდა თბილისში, ამერიკული ნახაზების მიხედვით და ზუსტად იგივეა, რაც პრემიუმ კლასის ამერიკულ რესტორნებშია წარმოდგენილი. ამ დანადგარში მიმდინარეობს ხორცის შებოლვის 8-დან 16-მდე საათიანი პროცესი, შესაბამისად, ნამდვილი ამერიკული ბარბექიუს დაგემოვნება, როგორიცაა სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები, გრილზე ბოსტნეულით, ქართველ მომხმარებელს მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ შეუძლია.
რესტორანში გვყავს ამერიკაში დატრენინგებული სტაფი - მაღალკავლიფიციური მომსახურე პერსონალი, მზარეულები, შეფ-მზარეული... შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საკვების მომზადების ყველა ეტაპი სრულყოფილად კონტროლდება. რესტორანი გათვლილია 60 სტუმარზე. ამასთან ერთად, „ბიგ სმოუქი“ გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას და ყველა ძირითად საფეხბურთო და საკალათბურთო მატჩს დიდ ეკრანზე. 

- რა გეგმები გაქვთ მომავალში და აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
-
ვაპირებთ მომავალი წლის დასაწყიში კიდევ ერთი რესტორნის გახსნას, ქალაქის ცენტრში, სადაც გათვლა იქნება, ძირითადად, პრემიუმ კლასის „ფასტ ფუდზე“. გარდა ამისა, მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისსაც შევთავაზებთ.