სარეკლამო სააგენტო „brandit“ - შექმენი საკუთარი ბრენდი

მოზაიკა

14 ნოემბერი 14:30, 2016 წელი

ზუსტად 7 თვეა, რაც სარეკლამო ბაზარზე ახალი სახე გამოჩნდა და საკმაოდ ორიგინალური და მარტივად დასამახოვრებელი სახელწოდებით უკვე მიიქცია ბევრის ყურადღება. „ბრენდით“ - ასე ეწოდება სარეკლამო სააგენტოს, რომელიც დაინტერესებულ პირებს  მრავალფეროვან მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიის კრეატიული დირექტორი გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ თითოეულ პროექტზე კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური ადამიანები მუშაობენ. მიუხედავად არსებობის მცირე დროისა, უკვე რამდენიმე კომპანიასთან ითანამშრომლეს და, როგორც ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც. ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდი მიღწეულით არ კმაყოფილდება და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.
სააგენტოს სპეციფიკაზე, სამუშაო არეალსა და მათ  მიზნებზე თავად გიორგი ბახუტაშვილი გვესაუბრება.


 


საქმე, რომელსაც „ბრენდით“-ი აკეთებს
სარეკლამო სააგენტო „ბრენდით“ თავის მომხმარებელს მარკეტინგული მომსახურების თითქმის სრულ სპექტრს სთავაზობს: ლოგოს დიზაინი, ნეიმინგი, ბრენდინგი, გრაფიკული დიზაინი, მარკეტინგული კონსულტაცია, სარეკლამო რგოლების გადაღება, პოლიგრაფიული სერვისი, სოციალური მედია მენეჯმენტი, მედია განთავსება, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა.


 


ვისთვის შრომობს კომპანია „ბრენდით“?

თუკი უკვე კარგად გამოცდილი მცირე და საშუალო ზომის კომპანია ან სტარტაპი ხართ, მაშინ ჩვენი სააგენტოს კარი თქვენთვის მუდამ ღიაა.
სარეკლამო სააგენტო „ბრენდით“-ის ერთ-ერთი ძირითადი სეგმენტი სტარტაპებია, რომლებსაც ბაზარზე მომსახურებისა თუ პროდუქტის პოზიციონირებისთვის, ცნობადობის ასამაღლებლად, კომპლექსურ მარკეტინგულ მომსახურებასთან ერთად, იმიჯის დამკვიდრება სჭირდებათ, რაც  ლოგოსა და ბრენდბუქის შექმნასა და დიზაინერული სტანდარტების შემუშავებასაც ითვალისწინებს.
რაც შეეხება მცირე  და საშუალო ზომის კომპანიებს. მათ შესაძებელია, ბაზარზე მუშაობის მრავალწიანი გამოცდილება აქვთ,  თუმცა მარკეტინგის საჭიროება მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით დაინახეს. როგორც ვიცით, დღევანდელ სამყაროში  სოციალური არხები აქტუალობის პიკს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის თავის შეხსენება გაცილებით ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებითაა შესაძლებელი. მთავარია, სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დასახვა, რა მიმართულებითაც „ბრენდით“-ი კვალიფიციურ რჩევასა და მომსახურებას უწევს კომპანიებს. „ბრენდით“-ი საუკეთესო არჩევანია კომპანიებისთვის, რომლებსაც დასახული მიზნის მისაღწევად მარკეტინგისთვის მცირე ბიუჯეტი აქვთ გათვლილი.


 


კომპანიის შვიდთვიანი ისტორია
სასტუმრო, ხორც-პროდუქტების წარმოება, დასუფთავების სერვისი, სამშენებლო ბიზნესი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი - სარეკლამო სააგენტო „ბრენდით“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს. თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა და საჭიროება გააჩნია. ვითვალისწინებთ რა ამ ყველაფერს, ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებულია.


 


სამომავლო გეგმები

შეიძლება ითქვას, რომ გასული ათწლეულების მანძილზე მარკეტინგის როლს კომპანიები სათანადოდ ვერ აფასებდნენ. თუმცა ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, აღნიშნულ  მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნა ნამდვილად შეიმჩნევა. კომპანიებმა ნათლად დაინახეს, რომ რამდენად   კარგი და ხარისხიანი სერვისი/პროდუქტიც არ უნდა ჰქონდეთ, მიზნობრივ აუდიტორიასთან სწორი ურთიერთობისა და შესაბამისი იმიჯის დამკვიდრების გარეშე, წარმატების მიღწევა მაღალი კონკურენციის პირობებში საკმაოდ რთულია.
„ბრენდით“-ის სამომავლო გეგმაც სწორედ ის არის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ რიცხვი   იმ კომპანიებისა, რომლებსაც მიზნის მიღწევაში დავეხმარებით.  ჩვენი გუნდი, რომელიც სხვადასხვა წამყვან კომპანიებში მომუშავე დიზაინერების, სოც. მენეჯერების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისა და  ჟურნალისტებისგანაა დაკომპლექტებული, მომხმარებელს მარკეტინგული მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს.


 


როგორ დაგიკავშირდეთ?
ფეისბუქის გვერდზე
ცხელი ხაზზე: 558 96 95 99
და ვებგვერდზე www.brandit.ge (ამჟამად რეკონსტრუქციის პროცესშია და სულ მალე მზად იქნება).


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?