ნათია კაშია: „კერვა ჩემთვის ხელოვნებაა... ის არასდროს მღლის“

მოზაიკა

25 ნოემბერი 20:00, 2016 წელი

„3-4 წლის ვიყავი, როდესაც კერვით დავინტერესდი. ბებია საკმაოდ კარგად კერავდა და თავისი საამქროც ჰქონდა. მეც ბებიას გვერდიდან არ ვშორდებოდი. ნაჭრები რომ არ მქონდა, დედის, ბებიის კაბებს დაუკითხავად ვიღებდი, ვშლიდი და სრულიად ახალ, საინტერესო ნამუშევრებს ვქმნიდი. კერვა ჩემთვის ხელოვნებაა, ის არასდროს მღლის, პირიქით“, - ამბობს დიზაინერი ნათია კაშია, რომელმაც თბილისში საკუთარი სახელოსნოს გახსნამდე ძალიან საინტერესო გზა გაიარა.

  

  • 26 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, ემიგრანტად კვიპროსზე წავსულიყავი. იქ შევქმენი ოჯახი და  პატარა ნიკოლოზიც შემეძინა. ჩასვლის დღიდან არც ერთი წამით არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე, დღე და ღამ ვმუშაობდი და ძალიან ბევრ და საინტერესო პროდუქტს ვქმნიდი.

  • კვიპროსზე საკმაოდ ცნობილ მაღაზიებთან ვთანამშრომლობდი - ERES და  Fashion Hill & Locha Boutique, სადაც იტალიური ბრენდების იდენტური უამრავი კოლექციის შექმნა მიწევდა. პარალელურად ამ მაღაზიებს ჩემ მიერ შექმნილ მოდელებსაც ვთავაზობდი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და საკმაოდ მოთხოვნადიც გახდა.

  • საქართველოში დიდი იმედებით დავბრუნდი. როგორც კვიპროსზე, ვფიქრობდი, რომ აქაც მარტივად დავიპყრობდი მწვერვალებს, თუმცა ასე ადვილიც არ ყოფილა. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერი  გვყავს, კონკურენციაც დიდია. ჩამოსვლისთანავე  ტელეკომპანია GDS-სმა პროექტ „ერთი-ერთში“ მუშაობა შემომთავაზა, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. პროექტის შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობა საკმაოდ საინტერესო იყო. პროექტის დამთავრებისთანავე კი ეს პატარა სახელოსნო გავხსენი.  

  • ძირითადად, კლასიკურ, ელეგანტურ სამოსზე ვმუშაობ.  ჩემი ნაცნობების არეალი კი კვიპროსიდან წამოვიდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სულ თან დამდევენ. არ მინდა, დავკონკრეტდე, მაგრამ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელიც ჩემი მეგობარიცაა, მეორე მოიყვანა. საქართველოში თავიდან მხოლოდ მათზე ვმუშაობდი.

  • როდესაც საქართველოში სტანისლავ ბონდარენკო ჩამოვიდა, გადავწყვიტე, ჩემი მეგობრის დახმარებით დავკავშირებოდი და მისთვის კოსტიუმი შემექმნა. სტასი დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და ჩემი სახელოსნოს ხშირი სტუმარიც კი გახდა.
    ასეთივე სურვილი პირველ ლედისთან დაკავშირებითაც გამიჩნდა, რომელიც ასევე  დაინტერესდა შეთავაზებით და მესტუმრა. იგი ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონია. მაკამ იცის, რა უნდა და რა უხდება.

  • თითოეული ნამუშევრის შექმნაში პირველივე წამიდანვე ვერთვები და ბოლომდე მივყვები. თუ გინდა, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, ყველაფერი უნაკლოდ უნდა შესრულდეს.   

  • დღეს მზად არ ვარ იმისთვის, რომ ჩემი ნამუშევრები ბაზარზე გავიტანო. თუმცა, ჩემს ძლიერ გუნდთან ერთად, დაწყებული მაქვს მუშაობა მრავალფეროვან კოლექციაზე, რომელსაც მომხმარებელი მალე იხილავს.

  • ქალების სამოსის გარდა, მამაკაცების კოსტიუმებსაც ვქმნი. ჩემი ძმის მურმან კაშიას თხოვნით, მამაკაცების ხაზიც შეიქმნა, რომლის სახელია  KASHEN.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?