Delfos - სამკაული ნებისმიერი გემოვნებისა და შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის

მოზაიკა

26 ნოემბერი 22:30, 2016 წელი

თვალისმომჭრელი, მოდური, ნატიფი, არაალერგიული - საქართველოში ყველაზე დიდ საიუველირო მაღაზიათა ქსელ Delfos-ში კოლექციების დიდი არჩევანია. „ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ კოლექციის მრავალფეროვნებაზე“, - ამბობს Delfos-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ღუღუნიშვილი. მართლაც, აქ არის სამკაული ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის.


- Delfos, როგორც ბრენდი, რითია გამორჩეული?
- Delfos საქართველოში ამ ეტაპზე 13 ფილიალითაა წარმოდგენილი - თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია იტალიური ვერცხლისა და ოქროს სამკაულების კოლექცია, ქალისა და მამაკაცის ორიგინალი საათები, ზარდახშები, საწერი კალმები, ტიტანის სამკაული მამაკაცებისთვის, საეკლესიო სამკაულები, იტალიური ვერცხლისა და ოქროს საბავშვო სამკაულების კოლექცია, ბიჟუტერიის მრავალფეროვანი არჩევანი, Cat, Morgan, Festina, Lorus , Orient, Jojo, Elle ორიგინალი საათების დიდი არჩევანი. მინდა, აღვნიშნო, რომ „Delfos“-ს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი ბიჟუტერიის სამკაული ანტისეპტიკურად და ანტიალერგიულადაა დამუშავებული, არ შეიცავს ნიკელს და, შესაბამისად, არ იწვევს კანის ალერგიულ რეაქციებს.



- აღნიშნავთ, რომ თქვენი პრიორიტეტი მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი არჩევანია. ხშირად გაქვთ ახალი კოლექციები?
- დიახ, „Delfos“-ში სამკაულების კოლექციის განახლება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ხდება. 
ჩვენ ვითვალისწინებთ მსოფლიო მოდის ტენდენციებს. ამიტომ ვცდილობთ, სამკაული აქტუალურობის მიხედვით შევარჩიოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვზრუნავთ კოლექციის მრავალფეროვნებაზე.


- ოქროს კოლექციაზე რას გვეტყვით?
- გამოვყოფ თეთრი ოქროს სამკაულების კოლექციას, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე დიზაინის ნიშნობის ბეჭდები ბრილიანტებით, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. რაც შეეხება ყვითელი ოქროს ნაკეთობებს, მომხმარებელს ვთავაზობთ იტალიური ყვითელი ოქროსგან დამზადებულ ბეჭდებს მთის ბროლით, ცირკონითა და სხვა ძვირფასი ქვებით. საბავშვო კოლექციაში კი წარმოდგენილია საბავშვო თემატიკაზე შექმნილი, ნატიფად დამუშავებული სამკაულები.



- ერთგული მომხმარებლისთვის თუ გაქვთ საინტერესო შეთავაზებები?
- ჩვენი VIP მომხმარებელი წლის ნებისმიერ დროს შეუზღუდავად სარგებლობს  25%-იანი ფასდაკლების ბარათით, როგორც საბავშვო, ისე მთლიან კოლექციაზე.


- ზოგადად, თუ არის ხოლმე ფასდაკლების აქციები „Delfos“-ში?
- დიახ... მაგალითად, ამ ეტაპზე იტალიური ბრენდის Assos-ის და So chic-ს იტალიური ვერცხლის სამკაულების კოლექციაზე 30-40-50%-იანი ფასდაკლება გვაქვს. ბიჟუტერიისა და ზარდახშების კოლექციაზე  50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებელი აქციებით, საინტერესო შეთავაზებებითა და მრავალფეროვანი კოლექციით  გავანებივროთ და მოხარულები ვართ, რომ ეს კარგად გამოგვდის, რასაც მათი ჩვენდამი ერთგულება მოწმობს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?