რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობა-ვენტილაციის სისტემის მონტაჟისას?! - სპეციალისტის რჩევები

მოზაიკა

23 დეკემბერი 18:30, 2016 წელი

მიროსლავ გოსედლო გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ინჟინერია, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა და აჟამად თავის მდიდარ გამოცდილებას ქართველ მომხმარებელს უზიარებს. რას გულისხმობს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის სწორი მონტაჟი და როგორ უნდა ავარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი მომსახურება? ამ თემებზე უკრაინელი სპეციალისტი დღეს Funtime-ს ესაუბრება.

- ბატონო მიროსლავ, დავიწყოთ მთავარით - რა საფრთხეები არსებობს ვენტილაციის სისტემის არასწორი მონტაჟისას?
- მოდინებით-გაწოვის ვენტილაციის კონსტრუქცია მრავალი ელემენტისგან შედგება - ჰაერმიმღები ცხაური, ფილტრები, ჰაერის სარქველები, ჰაერის შემთბობი, ვენტილატორი, ხმაურდამხშობი, ჰაერსატარები, მართვის სისტემები. მოწყობილობის შერჩევის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორი მონტაჟი, რადგან ვენტილაციის არასწორ მონტაჟს ბევრი ნეგატიური შედეგი მოსდევს - მაგალითად, ხარვეზები სისტემის მუშაობისას, ავარიული სიტუაციები, მარგი ქმედების კოეფიციენტის შემცირება და შენობაში ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესება.


- მოწყობილობის სწორად შერჩევაც, როგორც ჩანს, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა...
- დიახ, რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის და სანდო, ექსპლუატაციაში გამოცდილი. მაგალითად, კომპანია „აირმაქსი“, რომლის მოწვევითაც ჩამოვედი საქართველოში და ამჟამად დირექტორი გახლავართ,  მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ: მოდინებით-გამწოვი დანადგარები (AHU) VBW და VTS - ის ბრენდის; SALDA-ს ბრენდის ვენტილატორები; Climaveneta-ს ბრენდის ჩილერები და ფანკოილები; «Raut»-ის ბრენდის ავტომატიკა; Lennox-ის ბრენდის რუფტოპები და სხვ. მათ შორის გამოირჩევა Climaveneta-ს ბრენდის ჩილერები რომლებიც წარმოებულია იტალიაში. მწარმოებელი კომპანია ეკუთვნის ისეთ ბრენდს, როგორიც არის Mitsubishi Electric. ეს ბრენდი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხით და შედარებით შეღავათიანი ფასით. ჩვენ ასევე გვაქვს ისეთი პროდუქცია, როგორიც არის, თბოიზოლაცია, ცხაურები, ჰაერსატარების საკომპლექტაციო მასალები. კომპანია „აირმაქსი“, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ხარისხიან უცხოურ მოწყობილობებს სთავაზობს, პროდუქციას თავადაც აწარმოებს.


- კონკრეტულად რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?
- ადგილზე ვაწარმოებთ ჰაერსატარებს, ხმაურდამხშობებს და სხვა საკომპლექტაციო მასალებს ვენტილაციის სისტემებისთვის. ჩვენი საწარმო აღჭურვილია ჩეხური და პოლონური დანადგარებით, რაც ჩვენ მიერ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.


- როგორ მუშაობს კომპანია მას შემდეგ, რაც შეკვეთას მიიღებს?
- შეკვეთის მიღების შემდეგ კომპანიის თანამშრომლები დამკვეთთან ეტაპობრივად მუშაობენ: პირველ რიგში, ვითვალისწინებთ შენობის ტექნიკურ მოთხოვნებს და, რა თქმა უნდა, დამკვეთის სურვილს. შემდეგ, წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, პროექტირდება სავენტილაციო სისტემა, ისე რომ თითოეული პუნქტი გააანალიზებულია მაღალი კლასის სპეციალისტების მიერ. მომდევნო ეტაპია დოკუმენტაციის შემუშავება, აზომვების გაკეთება და დანადგარების შერჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ქსელის მონტაჟი. სამუშაო სრულდება მაქსიმალურად ოპერატიულად და მაღალი ხარისხით. პროექტირებისას კომპანია „აირმაქსი“ ეყრდნობა მსოფლიო სტანდარტებს, რის გამოც შეცდომების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.


- რამდენი ხანია, რაც „აირმაქსი“ არსებობს და რა გამოარჩევს მას მსგავსი კომპანიებისგან?
- არსებული ბრენდით კომპანია ბაზარზე 2012 წელს წარდგა, თუმცა სხვა ბრენდით ჯერ კიდევ 2003 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიაში მუშაობენ 20-წლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მათ შორის უცხოელები. „აირმაქსის“ ძირითადი საქმიანობა გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების პროექტირება, მონტაჟი და ამ სისტემების მომსახურებაა და, მინდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროში კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მიერ დაპროექტებულ და დამონტაჟებულ სისტემები გამოირჩევა ხარისხით და მუშაობს გამართულად. ამასთან, საკუთარი წარმოება და უცხოელ მწარმოებლებთან პირდაპირი კონტაქტი საშუალებას გვაძლევს, მომსახურებასა თუ პროდუქციაზე, კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, შეღავათიანი ფასები გვქონდეს.
ასე რომ, „აირმაქსთან“ თანამშრომლობა ნამდვილად მაღალი ხარისხის გარანტიაა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?