Rooftop terrace - რა ღირს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტერასაზე გართობა?

NEW

12 თებერვალი 22:00

სად წავიდეთ საღამოს გასართობად? - მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გასართობი ადგილების სიმცირეს არ ვუჩივით, ეს კითხვა სამუშაო კვირის დასასრულსა თუ თავისუფალ დროს ბევრისთვის აქტუალურია...

Funtime შეეცდება, გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივოთ. ამ მიზნით ვიწყებთ ახალ რუბრიკას, რომელშიც სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას, სად და როგორ შეიძლება სასიამოვნო საღამოს გატარება და, რაც მთავარია, რა თანხა დაგიჯდებათ.



Rooftop terrace - აქ სტუმრები ყოველ საღამოს ცოცხალ მუსიკას ელოდებიან და იმედებიც არასდროს უცრუვდებათ. როგორც Rooftop terrace-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის მენეჯერმა მაცაცო კევლიშვილმა გვითხრა, მათთან, ცნობილ ბენდებთან ერთად, საზოგადოებისთვის უცნობი, თუმცა საკმაოდ გემოვნებიანი ჯგუფების მუსიკასაც მოუსმენთ, რომელთა პრემიერა სწორედ Rooftop terrace-ზე შედგა.



ლევან მასპინძელაშვილის ბენდი, ნიუტონი, ბანდეროლი, ლუკა ზაქარიაძის ბენდი - ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, ვისაც Rooftop terrace-ზე მოუსმენთ. 



ჩვენი სტუმრობის დღეს ჯგუფი „ფრანი“, გარდა იმისა, რომ საზოგადოების განწყობაზე ზრუნავდა, ძალოსნებსაც მასპინძლობდა. „#აიტაცე“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად მართავს.



Rooftop-ზე სტუმრებს შორის კონფლიქტი თუ დაპირისპირება არასდროს ხდება - ამას ტერასის სამწლიანი ისტორიაც მოწმობს. „ამ ხნის განმავლობაში, თუკი ვინმეს ჩხუბის წამოწყების მცდელობა მაინც ჰქონია, გაშავებულია და აქ ვეღარ შემოვა", - აღნიშნა მაცაცო კევლიშვილმა. ეს ის ადგილია, სადაც გართობის გარდა, სხვა არაფრისთვის „ცხელათ“.




გაითვალისწინეთ, რომ Rooftop terrace-ზე მაგიდა წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, მით უფრო, თუ გართობას სამუშაო კვირის დასასრულს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს ან კვირა საღამოს გეგმავთ. ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით კი მთავარია Face control-ის გავლა. ტერასა 16:00 საათიდან იხსნება, თუმცა მუსიკალური ნომრები 22 საათიდან იწყება.



10-კაციანი მაგიდის დაჯავშნა 300 ლარად შეგიძლიათ - ამ ფასში მიირთმევთ კოქტეილს ან თქვენთვის სასურველ სასმელს და უსმენთ ცოცხალ მუსიკას. გარდა ამისა, Rooftop terrace სტუმარს ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. თუმცა გართობის მსურველები, ძირითადად, ალკოჰოლსა და ცეკვას სჯერდებიან. მენიუში კი საკვების საკმაოდ დიდი ულუფებია - ასე რომ, ალკოჰოლთან შედარებით, საჭმელს ნაკლები ხარჯი აქვს.



Rooftop terrace-ზე გართობის მოყვარულთა ასაკი 21-დან 45 წლამდე მერყეობს. „სწორედ ამ სეგმენტს მოსწონს ის მუსიკა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ზუსტად იციან, რომ აქ აუცილებლად მაგრად გაერთობიან“, - აღნიშნავს  Rooftop terrace-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის მენეჯერი.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თავსატეხი

რომელი ჭიქა აივსება პირველად?

ფიქრობთ, რომ თქვენს თვალს არაფერი გამოეპარება? მაშინ კარგად დააკვირდით სურათს და დაასახელეთ ჭიქის ნომერი, რომელიც სხვებზე ადრე აივსება. ქვემოთ შეგიძლიათ შეამოწმოთ, სწორია თუ არა თქვენი პასუხი. 
იცით თუ არა...

რომელი ფერი არ არის მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს დროშაზე და რატომ?

2018 წლისთვის მსოფლიოში 195 აღიარებული ქვეყანაა და თითოეულს საკუთარი დროშა აქვს. დროშები, როგორც იცით, განსხვავებულია ფერების და ფორმების მიხედვითაც, მაგრამ არის ერთი ფერი, რომელიც არცერთ დროშაზე არ გვხვდება... 
კულინარია

სალათი „თბილისი“ - მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი

თუ გიყვართ სალათები და ეძებთ ახალ რეცეპტებს, „თბილისის“ მომზადება აუცილებლად უნდა სცადოთ!
საკნატუნო ამბები

კარგი სექსი - ეს ყველას შეუძლია!

თუკი ქალი მორცხვი და მორიდებულია, ეს ნორმალურია, მაგრამ არა ყოველთვის და ყველგან. რჩეულთან საწოლში თქვენი მორიდებულობა პარტნიორს აფიქრებინებს, რომ მის მიმართ ინტერესი არ გაქვთ. გსურთ, ნამდვილად შეუცვლელი იყოთ? მაშინ გადახედეთ რამდენიმე რჩევას.  
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

შეგინიშნავთ, რომ ბრედ პიტი ყოველთვის იმ ქალს ჰგავს, ვინც გვერდით ჰყავს?!

პიტი ქამელეონივით იცვლებოდა წლების განმავლობაში და ზუსტად ისე გამოიყურებოდა გარეგნულად, როგორც მისი შეყვარებული ან მეუღლე.
იცით თუ არა...

რატომ გაჩნდა და საიდან შემოვიდა საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია?

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ახალი თაობა

რა არის საუკეთესო საჩუქარი ბავშვების აზრით?

მოუსმინეთ და გაიცანით: ნია ტიკარაძე, სოფია კომახიძე, ანდრია მთვარელიძე, გიორგი ყალიჩავა, ნიკოლოზ ქანთარია,  ზუკა გიორგობიანი, შაკო ჭრიკიშვილი,  ანი გიორგობიანი,  დაჩი ჩიქობავა, გუგა ჩუგუაშვილი და  რემი გიორგობიანი.
FUN-ტესტი

რას ხედავთ ფოტოზე - ულვაშიან კაცს თუ მოცეკვავე წყვილს?

იმის მიხედვით, თუ რას დაინახათ ერთი შეხედვით, თქვენი ახლანდელი სულიერი მდგომარეობის გაგება შეიძლება...