მოისმინე მოძრაობა და დაინახე ხმა

NEW

13 თებერვალი 15:30, 2018 წელი

მოძრაობის თეატრი არცერთ სხვა თეატრს არ ჰგავს. და ეს განსხვავება მხოლოდ დადგმებით არ გამოიხატება, რომლებშიც მსახიობები მაყურებელს ისტორიებს არავერბალურად, მხოლოდ მოძრაობით უყვებიან. ამ თეატრის ორიგინალური გარემო შესვლისთანავე თვალშისაცემია.

თეატრს უკვე წიგნების თაროებიც დაემატა. ასე რომ, სპექტაკლამდე, ან ნებისმიერ სხვა დროს შეგიძლიათ სასურველი წიგნი აიღოთ და იქვე გადაათვალიეროთ.


 


წარმოდგენები ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას იმართება. სამშაბათს - ჯაზის, ოთხშაბათს კი ტანგოს საღამოა. ორშაბათს აქ ყველა ისვენებს. პარასკევს, სპექტაკლის შემდეგ, რეჩიტატივის საღამოა.


 


თეატრს 12 მსახიობი, ორი რეჟისორი და საკუთარი ჯაზ-ბენდი ჰყავს.


 


მოძრაობის თეატრი ამჟამად 10 სპექტაკლითაა წარმოდგენილი. „ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, ჩვენი რეპერტუარი გავამდიდროთ და მაყურებელს სიახლეები შევთავაზოთ“, – ამბობს მოძრაობის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეკო ბაღაშვილი.


 


„მუსიკა ყველა სპექტაკლისთვის ინდივიდუალურად იწერება. ჩვენს თეატრში ყველა სპექტაკლს სანდრო ნიკოლაძე აფორმებს და აქ გაჟღერებულ მუსიკას სხვაგან ვერ მოისმენთ“.


 


ჯაზის საღამოებზე რეზო კიკნაძე და მისი ბენდი უკრავს, თუმცა საღამოს იმპროვიზაციით კონსერვატორიის სტუდენტებიც – დამწყები მუსიკოსებიც აფორმებენ.


 


ოთხშაბათი – ტანგოს დაუვიწყარი საღამო, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება, ცეკვა, ან ტანგოს სწავლა. „ძალიან სასიამოვნო საყურებელია, როდესაც ბებიები და ბაბუები მოდიან და ცეკვავენ, ცოტა სენტიმენტალურიც არის“, – მოგვითხრობს თეკო ბაღაშვილი.


 


მოძრაობის თეატრში არის ბარიც, რომელიც მოქმედებს როგორც ჯაზის, ტანგოსა და რეჩიტატივის საღამოებზე, ისე სპექტაკლის დაწყებამდე. მსუბუქი ალკოჰოლური თრობის ქვეშ განსაკუთრებით სასიამოვნო აღსაქმელია აქ გამართული წარმოდგენები...


 


არის ორი დადგმა, რომლებშიც პარალელურად გვესმის ხმა: „იგი“ და სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ალეგრია „ინტრო“. „იგიში“ იოსებ ბაკურაძე პარალელურად, ცოცხალ რეჟიმში კითხულობს ამონარიდებს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებიდან, „ინტროში“ კი სანდრო ნიკოლაძისა და კახა ბაკურაძის კოლაბორაცია მოხდა, სადაც კახას დაწერილი და წაკითხული ლექსების ჩანაწერი გვესმის.


 


თეატრი ამჟამად „პატარა უფლისწულზე“ იწყებს მუშაობას, რომელიც, როგორც გვპირდებიან, ახალ მოცემულობაში საკმაოდ განსხვავებული იქნება. სპექტაკლი თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტებით დაიტვირთება და ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის სასიამოვნო სანახაობა იქნება.


 


ამ ტექნოლოგიების სპექტაკლში გამოყენება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ბაზარზეც სიახლეა: „მცდელობა იყო აქამდე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ არ დანერგილა, ამიტომ ეს „გაუკვალავში გავლის“ ჩვენი მცდელობა იქნება“.


 


მოძრაობის თეატრს კიდევ ერთი ახალი პროექტი აქვს - წერილები. ყველა წერილი უნიკალურია შინაარსობრივად და ის ურიგდებათ შემთხვევით შერჩეულ ადამიანებს ისე, რომ მათ არ იციან, საიდან ან ვისგან მიიღეს წერილი. ამ წერილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი ისაა, რომ თითოეული მათგანი ხელით არის დაწერილი.


 


წერილების ავტორები სპექტაკლის პერსონაჟები არიან. ისინი თავიანთ ისტორიებს მოკლედ გვიყვებიან და გვინიშნავენ პაემანს, პაემანს – მოძრაობის თეატრში.


 


წერილების რაოდენობა ჯერჯერობით 1000 ცალია, თუმცა, სამომავლოდ, შეიძლება კიდევ დაემატოს.


 


წერილი ნებისმიერ ადგილას შეიძლება მიიღოთ: ბარში, ქუჩაში, ფოსტით...



სპექტაკლის გმირები თეატრში თავიანთი ისტორიების მოსაყოლად გელოდებიან.


 


#იმოძრავეთთეატრისკენ და დარწმუნდით, რომ მოძრაობის თეატრში დადგმულ სპექტაკლებში არც ერთი სიტყვა არ არის საჭირო ემოციების მისაღებად...

დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სექსსიმბოლოები სკოლის ასაკში

ვინ იფიქრებდა, რომ ეს „მახინჯი იხვის ჭუჭულები“ ასეთ მომხიბვლელ ქალებად და კაცებად იქცეოდნენ და თავიანთი შარმით მსოფლიოს დატყვევებდნენ!
საკნატუნო ამბები

როგორ გავითეთროთ კბილები მარტივად და ეფექტურად

თუკი თვალისმომჭრელ, ჰოლივუდურ ღიმილზე ოცნებობთ, მაგრამ სტომატოლოგთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, გაცილებით დაბალბიუჯეტიან და ნაცად მეთოდს გაგიმხელთ.  
საკნატუნო ამბები

(+18) აკადემიური სიშიშვლე

ხელოვანი, რომელიც საკუთარ და სხვის გრძნობებს ფოტოებში ასახავს.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა 1995 წლიდან ლიდერია ქართულ ბაზარზე - კომპანია 2018 წელს აჯამებს

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა.
საკნატუნო ამბები

კრიმინალი ვარსკვლავები, რომლებმაც ციხეებში წლები გაატარეს

ვარსკვლავთა შორისაც არიან ნამდვილი კრიმინალები, როლებმაც სასჯელის სერიოზული ვადები მოიხადეს ციხეებში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეძლეს, სამუშაოსა და „კანონიერ“ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) სილამაზე ეროტიკულ ფოტოგრაფიებში

ვნებიანი კადრები მსოფლიოს საუკეთესო შავ-თეთრი ფოტოგრაფისგან...
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფობიები და ფსიქოზები - რით იტანჯებიან ცნობილები

ერთი შეხედვით იდეალური ვარსკვლავები, თურმე, ყოველდღიურად ებრძვიან ფსიქიკურ აშლილობებს...
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სიმპათიური ვარსკვლავები ახალგაზრდობაში და ახლა

ეს ცნობილები მადლიერნი უნდა იყვენენ მათი, ვინც სტილის მოძებნაში დაეხმარნენ - სტილთან ერთადაც ხომ საუკეთესო როლებიც მოვიდა და წარმატებული კარიერაც.