ლაშა ღლონტი: „პრეზიდენტს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ“

NEW

25 აპრილი 20:00, 2018 წელი

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში მომღერალი ლაშა ღლონტიც გამოჩნდა. ის ახალი პერსონაჟის - ახლად არჩეული პრეზიდენტის სულიკო დარდიანიძის ძმაკაცია. როგორ გრძნობს თავს მომღერალი მსახიობის ამპლუაში, ამის შესახებ Funtime-ს ესაუბრა.

- ჩცდ-ს შემოქმედებითი გუნდისგან შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო. დროის დეფიციტის გამო ტელევიზორს ხშირად ვერ ვუყურებ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩცდ ძალიან სახალისო სერიალია. შემოთავაზებაც მარტივად მივიღე, მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ სულიკო დარდიანიძის როლს ჩემი ძმაკაცი, კახა გოგიძე ასრულებს. ერთი პერიოდი კახა ჩემთან ერთად „ალილოში“ მღეროდა. მე და „პრეზიდენტი“ რეალურ ცხოვრებაშიც ვძმაკაცობთ. ლუნას გმირის შემსრულებელ ქეთი ხუციშვილთანაც ვმეგობრობ. მათ გარდა, სერიალში ჩემი არაერთი ახლობელი თამაშობს. ასე რომ, გადაღებები შეხმატკბილებულად დავიწყეთ.


- მუშაობის პროცესზე რას გვეტყვით?
- გადაღებების პროცესი იმდენად საინტერესოა, მთელი მუღამი ისაა - რა ხდება კადრს მიღმა. ასეთი დადებითი აურისა და პროფესიონალიზმისთვის მინდა, ჩცდ-ს შემოქმედებით გუნდს დიდი მადლობა  გადავუხადო.


- სულიკოს მომღერალი ძმაკაცები სულ გვერდით ეყოლება?
- ამას ვერ გეტყვით. სერიალის მთელი ხიბლი ისაა, რომ რა მოხდება, ეს წინასწარ არავინ იცის. ჩემი გასტროლები და ბიზნესსაქმიანობა თუ არ შემიშლის ხელს, ჩცდ-ში მონაწილეობა იმხელა რელაქსია, სიამოვნებით გავაგრძელებდი თამაშს. თუნდაც არ გაგრძელდეს ჩემი ხაზი, ისე მომწონს მათთან მუშაობა, კამერის მიღმაც სიამოვნებით დავრჩებოდი. არც მსახიობობაზე მაქვს პრეტენზია და, სამწუხაროდ, ვერც ჩემს ბიზნესსაქმიანობას შევეშვები.


- რეალურ ცხოვრებაში თუ იცნობთ პრეზიდენტს?
- ბატონ გიორგი მარგველაშვილს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?