ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

NEW

31 ივლისი 13:04

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.

რა გვჭირდება ასეთი სამზარეულოსთვის?


პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რამდენი და რა ასაკის ადამიანი იცხოვრებს ამ სახლში. შემდეგ კი, გავითვალისწინოთ მათი გემოვნებაც და შევუხამოთ ჯანსაღ კვებას. ასე რომ, სამზარეულოს ტექნიკის ასეთ მიქსს მივიღებთ:


მულტისახარში ქვაბი


მართლაც და, ეს სია წარმოუდგენელი იქნებოდა მულტისახარში ქვაბის გარეშე. წარმოიდგინეთ დანადგარი, რომელშიც კერძი და მისი გარნირი ერთდროულად მზადდება, ამისთვის კი დამატებით არანაირ ტაფას ან ქვაბს არ სვრით. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი დატვირთული გრაფიკის საპასუხოდ ჯანსაღი კვები იდეალური ალტერნატივა შემოგვთავაზა. მისი არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმძლავრეს, მოცულობას, რეჟიმებს და დიზაინს. დღესდღეობით თითქმის ყველა მულტისახარში ქვაბი რეჟიმების გარკვეულ სტანდარტებს იზიარებს და ესენია: ორთქლზე ხარშვა, გამოცხობა, გაცხელება, ექსპრეს-ხარშვა, წვნიანის მომზადება, თევზისა და ხორცის შეწვის შესაძლებლობა, იოგურტისა და ფრის მომზადება, პურის გამოცხობა და ცომის მოზელა.


 ყავის აპარატი


ძნელია დღეს გაიცნო ადამიანი, ვისაც ყავა არ უყვარს. იცოდით, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ჭიქა ყავა ისმევა? ყავის თანამედროვე აპარატები ძირითადად იყოფა წვეთოვან, ესპრესოს და კაფსულიან აპარატებად. თითოეულით რამდენიმე ტიპის ყავის მომზადება შეიძლება. მათ შორის „ჭკვიანი აპარატებიც“ გვხვდება, რომელსაც შეძლებთ, წინასწარ განსაზღვრულ დროს „დაავალოთ“ ყავის მომზადება. შედეგად, მაღვიძარის დარეკვასთან ერთად ახალმოდუღებული ფინჯანი ყავის სურნელიც გაგაღვიძებთ. და თუ მაინც იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც ჩაი ურჩევნია, თქვენთვისაც გვაქვს კარგი ამბავი: არსებობენ ისეთი ყავის აპარატები, რომლებიც ჩაისაც ამზადებენ!


პურის საცხობი აპარატი


გახსოვთ კარანტინის პერიოდი? სოციალური ქსელები მსოფლიო მასშტაბით წაილეკა სახლში გამომცხვარი პურების ფოტოებმა. თითქოს, მილენიალების თაობამ რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინეთ, რომ პურის გამოცხობა სახლშიც შესაძლებელია. შესაძლებელია და თან მერე როგორ! როგორ უნდა ავირჩიოთ პურის საცხობი აპარატი? ნებისმიერ მოდელს 4 ძირითადი რეჟიმი აქვს: სტანდარტული, დაჩქარებული, ცომის მოზელვა და ცხობა. აუცილებლად გაარკვიეთ, აქვს თუ არა პურის აპარატს ქერქის ცხობის რეჟიმიც, იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს პროგრამა აპარატებს ცალკე აქვთ.


ჩირის აპარატი


შეიძლება ჩირის მოყვარული სულაც არ ხართ, მაგრამ რას იტყოდით გემრიელ და ჯანსაღ ჩიფსებზე? ასეთი აპარატით, რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირს და თან არც ისე დიდ ადგილს იკავებს სამზარეულოში, უამრავი ჯანსაღი, ხილის ჩიფსის მომზადება შეიძლება. როგორც გამოცდილი მომხმარებლები გვირჩევენ, ხილის გამოშრობის სისწრაფე დამოკიდებულია თხელ ნაჭრებზე. რაც უფრო თხლადაა დაჭრილი ხილი, მით უფრო სწრაფად გამოშრება ის. კიდევ ერთი რჩევა გამოცდილი „მეჩირეებისგან“: იმისთვის, რომ ხილი თანაბრად გამოშრეს ყველა თაროზე, აუცილებელია დროდადრო თაროებს ადგილები შეუცვალოთ.


და ბოლოს, კომბაინი


დანადგარი რომელიც უმარტივესად და უსწრაფესად ამტვრევს, ანაკუწებს, აქუცმაცებს, ატარებს ან ურევს ერთმანეთს ნებისმიერ ინგრედიენტს. ერთი დანადგარით თქვენ შეძლებთ დაწუროთ წვენი, გააკეთოთ ფარში, დაჭრათ ბოსტნეული, მოამზადოთ პიურე და ა.შ. სანამ ამ უმნიშვნელოვანესი ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაათავისუფლეთ ადგილი თქვენს სამზარეულოში, იმიტომ რომ კომბაინს (თავისი ყველა ნაწილისა და დეტალის ჩათვლით) დიდი ადგილი სჭირდება. თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ: კომბაინი ნამდვილად უამრავ ნივთს ჩაანაცვლებს.


 

დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. 
NEW

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სწრაფი და მოქნილი მობილური ვერსია - რატომ უნდა ითამაშო სპორტი ევროპაბეთზე

• მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი მუდმივი განახლებები • ევროპაბეთის ახალი სპორტი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს • მხოლოდ აქ: დღის ფსონი, სწრაფი ფსონი, ლაივის პოზიციების გადამრთველი
დღის ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონდე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღსაღები“ - მედიის წარმომადგენლები კამპანიაში კეთილი ნების ელჩის სტატუსით ჩაერთვებიან

„შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონდე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები“, - ამ სახელწოდებით გაიმართა მედიასემინარი, რომლის მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენდა, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა, მისი სწორი მართვა, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერა.  
დღის ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?