როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და გემრიელად

NEW

14 აგვისტო 14:32, 2020 წელი

როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ. შემწვარ-მოხრაკული, ტკბილეული, სასუსნავები - უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიური რაციონიდან?

როგორც დიეტოლოგები და ჯანსაღი კვების მიმდევრები ამბობენ, სამზარეულოს ტექნიკის თანამედროვე მოწყობილობებმა, ეს მითი კარგა ხანია, დაანგრიეს. ჩვენ ისევე შეგვიძლია ვისიამოვნოთ გემრიელი კერძებით, როგორც - ადრე, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, მათი სწორად მომზადება.


ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტექნიკას, რომლის დახმარებითაც, თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ ჯანსაღი, დაბალანსებულ კვებაზე გადასვლას.


აეროგრილი


ვინ თქვა, რომ შემწვარ-მოხრაკული უნდა ამოვიღოთ რაციონიდან? ხორცეული, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული - ნებისმიერი რამ შეიძლება გემრიელად შეიბრაწოს აეროგრილზე ისე, რომ არც სასარგებლო თვისებები დაკარგოს, არც ზედმეტი ცხიმი დაგჭირდეთ მათი მომზადებისას და გემრიელადაც დანაყრდეთ.


მომზადებაც ძალიან მარტივია: დაჭრით ხორცს და ბოსტნეულს, დაალაგებთ გრილზე, ჩართავთ მოწყობილობას შესაბამის რეჟიმზე და გემრიელი სადილიც სულ მალე მზადაა!


ტოსტერი


თუკი პურთან და ცომეულთან გამომშვიდობება განსაკუთრებით გიჭირთ, დილაობით კი სენდვიჩები თქვენი განუყოფელი საუზმეა, გამოსავალი აქაც მოინახება: გახუხული პური გაცილებით ნაკლებ კალორიას და ნაკლებ მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ორ პურს შორის ჩალაგებული ყველი, პომიდორი და ცოტაოდენი ორეგანო კი ნამდვილად გემრიელი საუზმეა. თუკი პურზე თეთრი სეზამის მარცვლებსაც მოაბნევთ, მაშინ ნამდვილად შეგიძლიათ გემრიელი, თან ძალიან სასარგებლო საუზმითაც დანაყრდეთ.


წვენსაწური


ამ ჯადოქარ ტექნიკას ნამდვილად შეუძლია თქვენი გაოცება. ვერც კი წარმოიდგენდით აქამდე, თუ რამდენი წვენი შეიძლება ჰქონდეს სტაფილოს, ან სულაც, როგორი გემრიელია სტაფილოს, ვაშლისა და ფორთოხლის წვენი ერთად. არ დაგავიწყდეთ ცოტაოდენი წყლის დამატება იმისთვის, რომ მარტივად დაქუცმაცდეს ხილბოსტნეული. გარდა ამისა, წვენსაწურით იმ ბოსტნეულისგანაც შეგიძლიათ გემრიელი სმუზების მომზადება, რომელიც დიდად არ გიყვართ, მაგრამ - სასარგებლოა. მწვანილები, პიტნა, ლიმონი და ბევრი ყინული ერთდროულად დაგანაყრებთ, ენერგიასაც მოგიმატებთ და სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებითაც აგავსებთ.


ჩირის აპარატი


კიდევ ერთი მითი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებმა წარმატებით დაამარცხეს, ისაა, რომ ჯანსაღი კვება ტკბილეულის მიღებას თავიდან ბოლომდე გამორიცხავს. ჩირის აპარატით ნებისმიერი ხილის და ბოსტნეულის გამოშრობაა შესაძლებელი, რომელიც ჯანსაღი და გემრიელი სასუსნავი იქნება, თანაც არც დიეტას დაარღვევთ. ერთ ძალიან სასარგებლო და მარტივ რეცეპტსაც გასწავლით: ჩირის აპარატში არამხოლოდ ხილის, არამედ, ბოსტნეულის გამოშრობაც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, რომ ბოსტნეული იმაზე უფრო თხლად დაჭრათ, ვიდრე - ჩვეულებრივ. გემრიელი და ჯანსაღი ჩიფსებიც მზადაა!


სამზარეულოს სასწორი


დაბოლოს, დიეტის დასაწყისში აუცილებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სამზარეულოს სასწორი, რომლითაც მარტივად გააკონტროლებთ კერძის რაოდენობას და შემდეგ გამოითვლით მის კალორაჟს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პირველ რიგში უნდა აწონოთ ჭურჭელი, შემდეგ კი - ჭურჭელზე მოთავსებული საკვები და მიღებულ წონას გამოაკლოთ ჭურჭლის წონა.


ამ და სამზარეულოს სხვა ტექნიკის ყიდვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდზე მარტივად, სახლიდან (ან უფრო დეტალურად, სამზარეულოდან) გაუსვლელადაც შეგიძლიათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?