ლუდა დუნდუა: „ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ხმა სხვასაც სიამოვნებას მიანიჭებს...“

ნიჭიერი

9 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

„ნიჭიერის“ სცენაზე ლუდა დუნდუას მიერ შესრულებულმა საოპერო ნაწარმოებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რა გზა გაიარა სამი შვილის დედამ პროექტამდე, ამის შესახებ „ნიჭიერის“ კონკურსანტი Funtime-ს უყვება.

- „ნიჭიერს“ ყოველთვის ვუყურებდი და მომწონდა. ამ პროექტმა ნიჭის გამოვლენის საშუალება ბევრ ადამიანს მისცა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა მონაწილეობა. იმედი მაქვს, ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოვაჩენ.


- კონკურენციაზე რას გვეტყვით?
- საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მით უმეტეს, პროექტში სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები მონაწილეობენ. მთავარია, ხალხის მოწონება დავიმსახურო და ყველაფერი ამის მიხედვით გადაწყდება. მიყვარს სიმღერა და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ხმა სხვასაც სიამოვნებას მიანიჭებს.


- სცენაზე გასულმა აღნიშნეთ, რომ თავის დროზე კონსერვატორიაში ჩაბარებას გეგმავდით...
- დიახ, ასეა. სიმღერა ბავშვობიდან მიყვარს და სკოლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩაბარება გადავწყვიტე. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად ნასწავლი სოლფეჯიო გამოცდების ჩასაბარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და ქულა დამაკლდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო, 1996-97 წლები, არც მომზადების საშუალება მქონდა და არც მუსიკალური კონკურსები არსებობდა. სწორედ ამ დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ზაალ წერეთელი და დავოჯახდით. ამის შემდეგ 18 წელი ისე გავიდა, არ მიმღერია. ამჟამად სამი შვილის - 11 წლის ელენეს, 9 წლის ზურაბისა და 5 წლის სესილის აღზრდით ვარ დაკავებული.


- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- მეუღლე და ის ადამიანები, ვინც პროექტში მონაწილეობა გადამაწყვეტინა. ზაალიც მომღერალია. რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ბაქოში წავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის.


- როგორ ფიქრობთ, რას მოგიტანთ „ნიჭიერი“?
- იმედი მაქვს, „ნიჭიერით“ დიდი ხნის აუხდენელ ოცნებას ავისრულებ. ვნანობ იმ პერიოდს, როცა ახალგაზრდა ვიყავი და საკუთარი თავისთვის და საქართველოსთვის მეტის გაკეთება შემეძლო. მინდოდა, დიდი მომღერალი ვყოფილიყავი! მას შემდეგ მთელი ცხოვრება სცენა მესიზმრებოდა, რაც ნაწილობრივ ამისრულდა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?