ელენე ფხალაძე: „ტანვარჯიშია ჩემი ცხოვრება!“

ნიჭიერი

14 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

14 წლის ტანმოვარჯიშის, ელენე ფხალაძის ნომერს, რომელიც „ნიჭიერის" სცენაზე ვიხილეთ, დიდი ემოციები მოჰყვა. რა მიღწევებით მოვიდა ელენე ამ მეგაპროექტში და რა შეცვალა „ნიჭიერმა" მის ცხოვრებაში? ამაზე ელენე თავად გვიამბობს. 

- „ნიჭიერში“ გამოსვლა ჩემმა ქორეოგრაფებმა მირჩიეს და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. სიმართლე გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას არც ველოდი, რადგან ტანმოვარჯიშე ვარ და პირველად ვიცეკვე. 


- თქვენ მიერ შესრულებულ ნომერზე რას გვეტყვით?
- ტანვარჯიშის ელემენტებით შესრულებულმა ცეკვამ დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა შენიშვნები მაინც მივიღე. რადგან ტანმოვარჯიშე ვარ, ჟიურის წევრები ჩემგან მეტ ცეკვას ელოდნენ. საბედნიეროდ, ნახევარფინალში ვარ! 


- დიდი კონკურენციის ფონზე რა იმედები გაქვთ?
- კონკურენცია მართლაც საკმაოდ დიდია, თუმცა ფინალისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. ყოველდღე მაქვს რეპეტიციები და ფინალისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ!


 - რამდენი ხანია, რაც ტანმოვარჯიშე ხართ?
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ტანვარჯიშით დავინტერესდი, თუმცა მშობლებმა ამ სპორტზე 7 წლის ასაკში მიმიყვანეს. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს!


- რა მიღწევები გაქვთ?
- თბილისის პირველობაზე მესამე ადგილი მაქვს აღებული. ასევე, გერმანიაში პასტორელის და ისრაელში ვენერა ზარიპოვას თასების ბრინჯაოს პრიზიორი ვარ. თვის ბოლოს ისრაელში წასვლას ისევ ვგეგმავთ და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთი საპრიზო ადგილით დავბრუნდები. 


- საყვარელი სპორტი სწავლაში ხელს ხომ არ გიშლით?
- მეცხრე კლასის მოსწავლე ვარ. სკოლის გაცდენა ხშირად მიწევს, რადგან დილიდან საღამომდე დარბაზში ვარ. ამის გამო გასულ წელს ექსტერნად მომიწია გამოცდების ჩაბარება. მასწავლებლები ძალიან მიწყობენ ხელს. 


- სხვა რა გატაცებები გაქვთ?
- სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, რადგან ტანვარჯიშია ჩემი ცხოვრება!


 


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
საკნატუნო ამბები

ერთი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის არ უნდა დაიშუროთ

თუკი სიყვარულში არ გიმართლებთ, შესაძლოა, უბრალოდ, ეს წესი არ იცით... 
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორ წარმოედგინათ 1902 წელს ქალთა სამომავლო პროფესიები?

იმ პერიოდში თანასწორობისთვის ქალთა მოძრაობა ახლად ფეხადგმული იყო, მაგრამ ფრანგ მხატვარს ალბერტ ბერჟერეტს (Albert Bergeret) უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქალთა „ახალი“ პროფესიები. 
საკნატუნო ამბები

ეს არ არის ფოტოშოპი!!!

მათი გაჩენისას ბუნება, ეტყობა, კარგ ხასიათზე იყო. ეს ფოტოები არ დამუშავებულა ფოტორედაქტორში და ყველა ცხოველი ბუნებრივი შეფერილობით არის წარმოდგენილი.
ამბები

ახალი ქართული სლოტი TAXI MOVIDA-მხოლოდ აჭარაბეთზე!

ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ქართული სლოტ–თამაში TAXI MOVIDA გამოჩნდა.
საკნატუნო ამბები

ამ დიზაინერებმა ყველაფერი წინასწარ გათვალეს

კარგად გათვლილი დიზაინი ნივთის ყიდვისას, სასტუმროს დაჯავშნისას ანდა ჯინსის მარკის შერჩევისას ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია. როდესაც ხედავ, რომ არა მხოლოდ სურვილები ამოიცნეს, არამედ ბევრი რამ წინასწარ გათვალეს, ხვდები, რომ დიზაინერებს ხელფასი ტყუილად არ მიუღიათ.
იცით თუ არა...

მოხერხებულმა ქირურგმა პაციენტს ელვა შესაკრავი ჩააკერა(!)

ამ ფოტოების ნახვისას აუცილებლად იფიქრებთ, რომ ფოტოშოპია, მაგრამ ამ ამბის წყარო გვარწმუნებს, რომ  ვოლგოგრადელმა ქირურგმა ეს დაუჯერებელი ექსპერიმენტი მართლაც ჩაატარა - 45 წლის პაციენტს მარცხენა იღლიის ქვეშ 20-სანტიმეტრიანი ელვა-შესაკრავი ჩააკერა და ამით მისი სიცოცხლე იხსნა.
FUN-ტესტი

რისი გეშინიათ სიყვარულში?

შესაძლოა, ამ შიშს თავად ვერც კი აცნობიერებთ, მაგრამ ის ხელს გიშლიდეთ ჯანსაღი, მტკიცე და ბედნიერი კავშირისთვის. შეხედეთ გამოსახულებას და ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც პირველად მოგხვდებათ თვალში. დანარჩენს ტესტის პასუხში წაიკითხავთ.
თავსატეხი

იპოვეთ 3 განსხვავება

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, იპოვეთ 1 განსხვავება, ვინაიდან 2-ის პოვნა ძალიან ადვილია, აი, მესამეს ძებნაში კი ცოტა გაწვალდებით.
საკნატუნო ამბები

შორს იდეალურისგან: ვარსკვლავები ყველაზე მოკლე ფეხებით (9 ფოტო)

ყველა ქალი ვერ დაიკვეხნის ლამაზი ფეხებით. თუმცა ჩვენი დღევანდელი კოლაჟის გმირები ამტკიცებენ, რომ სულაც არ არის აუცილებელი გრძელი ფეხები და უნაკლო ფიგურა იმისთვის, რომ სექსსიმბოლო გახდე.
საკნატუნო ამბები

6 ხრიკი სწრაფი სექსისთვის, როდესაც ცოტა დრო გაქვთ

სწრაფი სექსი, როდესაც, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წუთი გაქვს სიამოვნების მისაღებად, ბევრს იზიდავს. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს იმისთვის, რომ აჩქარებულმა სექსმა იდეალურად ჩაიაროს...