თამარ ყველაშვილი: „იქნებ, რამე შეიცვალოს...“

ნიჭიერი

6 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

„ნიჭიერის“ 38 წლის კონკურსანტ თამარ ყველაშვილის მძიმე ისტორიამ და შემდეგ შესანიშნავმა გამოსვლამ გულგრილი არავინ დატოვა. მან სცენიდან თავისი შვილისთვის - 3 წლის დათუნასთვის იმღერა და ამისთვის ოქროს ღილაკიც დაიმსახურა. დღეს Funtime გამორჩეულ კონკურსანტს უფრო ახლოს გაგაცნობთ... 

თამარ ყველაშვილი: პროექტში მონაწილეობისთვის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანიდან ჩამოვედი. სცენას ვტოვებდი, როცა დამატებითი ოქროს ღილაკი გამოიყენეს. მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ...
დიდ სცენაზე პირველად ვიდექი. მეგობრების გარემოცვაში თუ მიმღერია. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ორი წლის წინათ შვილის ჯანმრთელობის გამო კახეთში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. ექიმების თქმით, მას ეკოლოგიურად სუფთა გარემო სჭირდებოდა. სრულიად უცნობ ადგილას გადავიხვეწე... მიტოვებულ სახლში ნულიდან დავიწყე ცხოვრება.


- გვიამბეთ თქვენს შვილზე...
- ჩემი შვილი, 3 წლის დათუნა, იშვიათი დაავადებით, ვესტის სინდრომით დაიბადა. ეს ეპილეფსიის უიშვიათესი ფორმაა. 20 დღის იყო, როცა მივხვდი, რომ ამ სენით იყო დაავადებული. დღეში 150-ჯერ ვარდებოდა კრუნჩხვაში. არ ჰქონდა მხედველობა, სმენა, ვერ მოძრაობდა... კრუნჩხვას თუ შევუჩერებთ, ეს მის დაავადებასთან ბრძოლის მაქსიმუმი იქნებაო, ექიმებმა მითხრეს. მაშინ დავიწყე ინტერნეტში ძიება, რით შეიძლებოდა დათუნასთვის მეშველა. ერთ დღესაც წავიკითხე, რომ კლასიკური მუსიკა ვესტის სინდრომის მქონე ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ჯერ მოსმენა დავაწყებინე, შემდეგ კი მეც ვუმღეროდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემს შვილს მუსიკამ ნამდვილად უშველა და გამუდმებით ვუმღერი ან ვასმენინებ.


- პირველად რაზე იმოქმედა დადებითად კლასიკურმა მუსიკამ?
- როგორც გითხარით, ვერ ხედავდა და არ ესმოდა. 9 თვის იყო, როცა მივხვდი, რომ ხედავდა. შუქი ავუნთე და შეიშმუშნა! მაშინ მითხრეს ექიმებმა, რომ მიძინებული რეცეპტორები მუსიკამ გააღვიძა. დათუნას სმენაც აღუდგა. მუსიკის ხმაზე მწოლიარე ცეკვავს, ხტუნავს... იმდენ სირთულეს გავუმკლავდი მარტო, ალბათ, ძალიან ძლიერი ვარ... დათუნას გარდა, 10 წლის ნინოც მყავს, მაგრამ ჩემი პატარა შვილი ბევრ რამეს მასწავლის. უძლიერეს ქალად მაქცია!


- მეუღლე რამდენად გიდგათ გვერდში?
- მეუღლე უცხოეთშია წასული... ალბათ, გაუჭირდა იმის აღიარება, რომ ვესტის სინდრომით დაავადებული ბავშვი გვყავდა. დათუნა წლის და 8 თვის იყო, პირველად რომ ნახა. მე ფინანსური დახმარება არ მჭირდება. ბავშვებს კომპიუტერულ პროგრამებსა და ინგლისურში ვამზადებ და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო... მეუღლემ ყველაზე მძიმე პერიოდში მიმატოვა, მაგრამ იქნებ, რამე შეიცვალოს...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?