ვინ არის სექსუალური ევა „ნიჭიერიდან“?

ნიჭიერი

6 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

კასტინგის პირველი დღიდან დასამახსოვრებელი ნომრებით რამდენიმე კონკურსანტი გამოირჩეოდა, მათ შორის იყო ევა შიანოვა ყაზახეთიდან - სექსუალური გოგონა, რომელმაც შთამბეჭდავი ცეკვა ფქვილში შეასრულა.

ევა საქართველოში სპეციალურად „ნიჭიერისთვის“ ჩამოვიდა: 
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოვხვდი. თავდაპირველად საეჭვო იყო ჩემი სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა, ასე ვთქვათ, შანსი მომცა და მე ეს შანსი გამოვიყენე. ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლამ განუმეორებელი ემოციებით ამავსო. შეყვარებული ვარ თქვენზე და თქვენს ქვეყანაზე. 


- პირველად ხართ საქართველოში?
- დიახ, ეს ჩემი პირველი ვიზიტია, პირველად ვნახე თქვენი ძველი ქალაქი, გავსინჯე ხინკალი, ხაჭაპური, ჩურჩხელა... ღმერთო ჩემო, ეს არაჩვეულებრივია! მე ვიცოდი საქართველოს შესახებ და ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ეს ქვეყანა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და სასიამოვნო შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. რაც  შეეხება შემდეგი ტურის ნომერს, ქართველ მაყურებელს ვპირდები, რომ ის იმაზე ცხელი იქნება, ვიდრე ფქვილის ნომერი. ასე რომ, დაელოდეთ...


კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი მაყურებელს აღმოსავლური ცეკვების ოსტატმა „ქალბატონმა“ შესთავაზა - გოჩა სიხარულიძის  გამოსვლამ ჟიური და მაყურებელი ერთნაირად დააბნია. შოკისმომგვრელი ნომრის შემდეგ მას კითხვები ორიენტაციის შესახებაც დაუსვეს, თუმცა გოჩა აღნიშნავს, რომ ცეკვას მის ორიენტაციასთან საერთო არაფერი აქვს.
გოჩა სიხარულიძე გურიაში დაიბადა. საქართველოდან  რთულ წლებში მოუწია წასვლა. თუმცა ამას არც ნანობს. უკვე რვა წელია, დაოჯახებულია, მეუღლეც ქართველია და ასევე, მოცეკვავეა. 
42 წლის ქორეოგრაფი უკვე 20 წელზე მეტია, თურქეთში ცხოვრობს  და ქორეოგრაფად მუშაობს. „ნიჭიერში“ გამოსასვლელად კი სამი წელი ემზადებოდა:
- თითქმის ყველა  ტურის ნომერი მოვამზადე. რამდენიმე  ხნის წინ თურქეთში ქართველი მოდელები იყვნენ ჩამოსულები. მათ ძალიან მოეწონათ ჩემი გამოსვლა და მითხრეს, იქნებ ბედი გეცადაო. მეც ხშირად ვფიქრობდი ამაზე და როდესაც „ნიჭიერის“ კასტინგები გამოცხადდა, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ, თუმცა აღმოსავლური ცეკვები არ არის ჩემი ნიშა. ეს ნომერი, თავისი კოსტიუმებით, სპეციალურად „ნიჭიერისთვის“ გავაკეთე.


- რატომ დამალეთ სახე?
- ესპანური რომ მეცეკვა და ჩვეულებრივად  გამოვსულიყავი, იტყოდით - კარგია... ასე არ იქნებოდა? ამიტომაც გადავწყვიტე, სახე დამემალა და გაამართლა კიდეც. ვნერვიულობდი, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.


- შემდეგ ტურში რას უმზადებთ ქართველ მაყურებელს?
- ამას, მოდით, სიურპრიზად დავტოვებ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?