გაიცანით მომღერალი, რომელსაც „ნიჭიერის“ ჟიური ფეხზე წამოუდგა!

ნიჭიერი

11 ნოემბერი 14:00, 2015 წელი

ჯაბა ვაშაძემ „ნიჭიერის“ კასტინგების მეორე დღეს ნამდვილი ფურორი მოახდინა. პატარა მომღერალმა მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტიდან“ ურთულესი არია შეასრულა, რასაც ჟიურის აღფრთოვანება და ხუთი „კი“ მოჰყვა.

15 წლის ჯაბა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. ჩვენი მე-10 კლასელი რესპონდენტი ცოტა მორიდებული კი აღმოჩნდა, თუმცა საკუთარ თავზე მაინც საინტერესო ამბები მოგვიყვა:
- ვოკალის პედაგოგი არ მყავს,  სკოლაში ვსწავლობ და  ყველაზე მეტად მათემატიკა და ისტორია მიყვარს. ეს ნიჭი საკუთარ თავში შვიდი წლის ასაკში აღმოვაჩინე, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. ორი წლის წინათ „ბერიკებში“ შევედი, იქ მასწავლებელმა აღნიშნა, რომ კარგად ვმღეროდი, მერე კონცერტებში ვმონაწილეობდი...  


- მომავალში ოპერის მომღერლობას აპირებ?
- არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ჰობია.


- „ნიჭიერში“ გამოსვლა ვინ გირჩია?
- გამოსვლაზე დიდი ხანია, ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებდი. ერთ დღესაც ჩემს მეგობართან ვიყავი და უცებ გადავწყვიტე, გავსულიყავი. თბილისში კასტინგზე „ფეისბუკის“ საშუალებით დავრეგისტრირდი.


- ელოდებოდი ასეთ წარმატებას?
- ძალიან ვნერვიულობდი. საერთოდ არ მეგონა, რომ გადავიდოდი  და, მით უმეტეს, თუ ჩემს გამოსვლას ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა. 


- როგორი იყო შენი ემოციები მას შემდეგ, რაც გადაცემა ეთერში გავიდა?
- საერთოდ, საკუთარი თავის ეკრანზე ნახვა ცოტა უხერხულობას მიქმნის. არავინ იცოდა, რომ გასვლას ვაპირებდი. ყველამ ბოლოს გაიგო.


- კლასიკური მუსიკა, ბუნებრივია, გიყვარს...
- ჩემი საყვარელი კომპოზიტორი მოცარტია, ბახსაც ვუსმენ. ყველაზე რთული არია შევასრულე, მინდოდა, შთაბეჭდილება მომეხდინა.


- სკოლისა და სიმღერის გარდა, რა გიყვარს?
- მეგობრებთან ერთად ვსეირნობ. ასევე, ხატვა მიყვარს.


- შემდეგ ტურში რას უმზადებ მაყურებელს?
- ეს სიურპრიზი იქნება. გავაკეთებ იმას, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ისევ ვიმღერებ, მაგრამ რას, ეს საიდუმლოა. მართალია, არ მაქვს ამბიცია, რომ ყველაზე ნიჭიერი გავხდე, მაგრამ თუ გავხდები, ეგეც კარგია.


- ჯაბა, ვინ არიან შენი ოჯახის წევრები?
- დედა, მამა, უფროსი ძმა და ბებია, რომელმაც კლასიკური მუსიკის მოსმენა ბავშვობაში დამაწყებინა და სწორედ მისი დამსახურებაა, დღეს რომ  ვმღერი. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?