რატომ მოვიდა „ნიჭიერში“ დისკოს მოცეკვავე ჯიმი?

ნიჭიერი

20 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

ავთანდლი ზარიძე, იგივე ჯიმი, ამბობს, რომ ინდური ფილმების ყურება ბავშვობიდან უყვარდა. „ნიჭიერში“ გამოსვლით ბავშვობის ოცნება აიხდინა, თუმცა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ოქროს ღილაკით პირდაპირ ნახევარფინალში მოხვდებოდა.

- ეს ცეკვა თვითონ დავდგი და მოვიფიქრე. მინდოდა, ჩემს საყვარელ გმირს, ჯიმის დავმსგავსებოდი. ამიტომაც დავირქვი ეს სახელი. ჩემი ცეკვა ბევრგან უნახავთ: ქორწილებში, ნათლობებში. „ნიჭიერში“ მონაწილეობით ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი „რუსთავი 2“-ს, განსაკუთრებით კი რუსკა მაყაშვილს, რომელიც დამეხმარა და გვერდით დამიდგა.


- ელოდი, რომ შემდეგ ტურში გადახვიდოდი?
- ეს პროექტი ყველას აძლევს შანსს, რომ ოცნებები აიხდინოს. სხვათა შორის, ჯიმის როლმა მსახიობ მითხუნ ჩაკრაპორტსაც მოუტანა პოპულარობა. ანალოგიურად მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. უკვე ქუჩაშიც მცნობენ, რაც ძალიან მიხარია. 


- მოგვიყევი შენ შესახებ...
- ქუთაისელი ვარ და ქუთაისში ვცხოვრობ. დაქორწინებული ვარ. მყავს მეუღლე და ერთი გოგონა. ჩემი მეუღლე ემიგრანტია, საბერძნეთში იმყოფება. ასევე, მყავს დედა, მამა, ძმა და ძმისშვილები. მოკლედ, მრავალრიცხოვანი ოჯახი მყავს. 


- როგორ შეხვდნენ შენს გამოსვლას ოჯახის წევრები?
- ძალიან გაუხარდათ. თან ჩემს მეუღლეს სიურპრიზი გავუკეთე, არაფერი იცოდა და უცებ ეთერში დამინახა. ძალიან გაუხარდა.


- შემდეგ ტურში რას უმზადებ მაყურებელს?
- ბევრად სანახაობრივი გამოსვლა მექნება, სიურპრიზად დავტოვებ.



კიდევ ერთი ნომერი, რომელმაც არა მარტო „ნიჭიერი“, არამედ მთელი სოციალური მედია აღაფრთოვანა, გერმანელი როლერი წყვილის შთამბეჭდავი გამოსვლა გახდა.
ჯენმა და სვემმა სცენაზე ნამდვილი სასწაული მოახდინეს;
ისინი 13 წელია, ერთად არიან, სამი წლის წინათ კი დაქორწინდნენ. 
- ძალიან მიხარია რომ საქართველოში ვართ  და მოვახერხეთ ჩვენი ნიჭი ქართველი ხალხისთვის გვეჩვენებინა, - უთხრა Funtime-ს ჯენიმ, - მე და ჩემს მეუღლეს ამ ნომერზე რამდენიმეწლიანი მუშაობა დაგვჭირდა. ეს, აკრობატული ილეთებით გაჯერებული ნომერი საკმაოდ რთული შესასრულებელია. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ადამიანს მოეწონა ჩვენი გამოსვლა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?