ვინ არის ულამაზესი გაბრიელა ხვედელიძე, რომელმაც „ნიჭიერის“ ჟიური დაატყვევა?

ნიჭიერი

13 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

გაბრიელა (გაბი) ხვედელიძე ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული გოგონაა. ულამაზესი ტანმოვარჯიშე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებშიც უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული.

გარკვეული მიზეზების გამო, აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა ახლა ცეკვავს. გაბრიელამ თავისი ემოციური გამოსვლით „ნიჭიერის“ ჟიურის დატყვევება შეძლო.
Futime მომხიბვლელ კონკურსანტს უფრო ახლოს გაგაცნობთ - ჩვენ გაბრიელას ოჯახში ვესტუმრეთ.


- საქართველოში დავიბადე, ახლა სკოლაში, მე-12 კლასში ვსწავლობ. უკვე დიდი ხანია, რაც მხატვრული ტანვარჯიშით ვარ დაკავებული. ბევრ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ვარ. ერთი წელია, გარკვეული მიზეზების გამო აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი. მართალია, ეს ძალიან ლამაზი სპორტია, მაგრამ ამავდროულად დიდი სტრესიც ახლავს. ამ ყველაფერს მამას გარდაცვალებაც დაემატა, რაც ძნელად გადავიტანე. რთული პერიოდი მქონდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ახლა ბავშვებს ვამეცადინებ და „ვერნისაჟში“ თეა გობეჯიშვილთან ვცეკვავ. თეას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან იქ ნამდვილად ჩემი მეორე ოჯახია, ყველანაირად ჩემ გვერდით არიან.


- „ნიჭიერში“ გამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
- ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან მინდოდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს უფრო მეტი გამოცდილებაა. მართალია, ცნობადიც ხდები, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი გამოსვლის მიზანი. მე თვითონ ისეთი ადამიანი ვარ, რომ ჩემ მიმართ დიდი ყურაღების გამო უხერხულად ვგრძნობ თავს (იცინის).


- და გადაწყვიტე, ეს ცეკვა მამის ხსოვნისთვის მიგეძღვნა?
- დიახ. მინდოდა ცეკვაში გადმომეცა ის, რასაც ვგრძნობდი. რაღაცები დაწერეს: რა, სხვებს მამები არ ჰყავთო? იმაზე არ მიფიქრია, ადამიანებში ეს რა რეაქციას გამოიწვევდა, მთავარია, მე მინდოდა, მე ამას ვგრძნობდი და ვიცეკვე.


- ელოდი ჟიურის ასეთ რეაქციას? ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ში დასაქმებაც კი შემოგთავაზა.
- გადასვლის იმედი მქონდა, მაგრამ ჟიურის ასეთ ემოციებსა და შეფასებებს ნამდვილად არ ველოდი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ისინი რაღაცას მეტყოდნენ, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბატონი ნიკა სამსახურს შემომთავაზებდა. ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.   


- შენს ოჯახზეც მოგვიყევი...
- ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდით არის და რთულ მომენტებში მხარს მიჭერს. დედა, სვეტლანა ხვედელიძე, ბავშვობიდან მაძლევდა ყველაფერს, რაც კი შეიძლება დედამ შვილს გაუკეთოს. სამწუხაროდ, მამა ჩვენთან აღარ არის... და ნიკა, ჩემი უფროსი ძმა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება. ახლა ჩემს პირად მძღოლად იქცა, ყველგან მას დავყავარ (იცინის).


- ძალიან ლამაზი გოგონა ხარ და ბუნებრივია, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
- ხოო? არ ვიცი, ამას არ ვაქცევ ყურადღებას, არ ვიმჩნევ. ჯერჯერობით  ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა ადამიანი, ვისზეც ვიფიქრებ.


- ცეკვის გარდა, რით ხარ დაკავებული?
- მიყვარს ხატვა. სერიოზულად ვფიქრობდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც ქორეოგრაფია ვარჩიე. როდესაც ცუდად ვარ, ჩემი ემოციები ფურცელზე გადმომაქვს. ჩემი ნახატები ცოტა უცნაურია, არ არის სტანდარტული, როგორც პეიზაჟი ან პორტრეტი. ასევე, ვგიჟდები მცენარეებზე, ყვავილებზე. სახლთან პატარა ბაღიც გვაქვს და მე და დედა ვუვლით. მიყვარს შინაური ცხოველები.


- შემდეგ ტურში რას ჰპირდები ქართველ მაყურებელს?
- ძალიან, ძალიან მაგარი იდეა მაქვს, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვი, რათა უფრო მეტი ინტრიგა იყოს. რა თქმა უნდა, ისევ ვიცეკვებ, მაგრამ  არ გავამხელ, რას. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამ ნომერზე და მინდა, ძალიან კარგი გამოვიდეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?