გორგოლაჭებზე მოცეკვავე კონკურსანტი - „რუსეთში დიდი მიღწევები მქონდა, მაგრამ...“

ნიჭიერი

4 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

ულამაზესი ქართველი გოგონა ნინო მანჯავიძე, რომელმაც „ნიჭიერის“ ჟიური მოხიბლა, პროფესიონალი მოციგურავეა, გორგოლაჭებზე კი პირველად და სპეციალურად ამ პროექტისთვის დადგა... 


- პროფესიონალი მოციგურავე ვარ, 13 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი. რუსეთი ფიგურული სრიალის ცენტრია, იქ საკმაოდ კარგი მიღწევები და მომავალიც მქონდა, მაგრამ საქართველოში წამოვედი. 2 წელია, რაც აქ  ვარ. ჩემმა მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა და ფიგურული სრიალის ციგურებთან მიმსგავსებული „როლიკი“ მიყიდა. გორგოლაჭებზე სპეციალურად „ნიჭიერისთვის“ დავდექი და ამ ცეკვისთვის მხოლოდ ორი კვირა ვივარჯიშე. 


- ანუ შენი მეუღლის დიდი დამსახურებაა, ამ პროექტში რომ მოხვედი...
- დიახ, მან იცის, როგორ მიყვარს ხელოვნება, ხალხში გასვლა, ჩემი ცოდნის დემონსტრირება. როდესაც მოსკოვიდან ჩამოვედი, ეს ყველაფერი მაკლდა და ძალიან დავითრგუნე. აქტიური პიროვნება ვარ. მან ხელი შემიწყო, რომ კვლავ საყვარელი საქმით დავკავებულიყავი.


- რა მოლოდინი გქონდა კასტინგის დღეს?
- როდესაც სპორტში ვმოღვაწეობდი, მაშინაც დიდად არასდროს მინერვიულია შეჯიბრების დროს, ახლაც ცოტათი ვღელავდი, უფრო კი იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სიახლე იყო. ბევრი ვეძებე და მგონი, მივაგენი - ასეთი ნომერი სიახლეა საქართველოსთვის.


- შენს ოჯახზე მოგვიყევი...
- მყავს მეუღლე, გიორგი ბაგაშვილი და სამი წლის სანდრო, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობს. რამდენჯერაც სავარჯიშოდ გამოვედი, სულ მეუბნება: დედიკო, უნდა ისრიალო? მეც მასწავლე! ჩემსავით ძალიან აქტიურია, უყვარს ცეკვა,სიმღერა, ხელოვნება...


- შემდეგ ტურში რას სთავაზობ მაყურებელს?
- ჟიურის წევრებმა ძალიან გამახარეს და საშუალება მომცეს, ჩემი პროფესიით დავკავდე. შემდეგ ტურში ყინულზე ვისრიალებ, მაგრამ მეტს არაფერს ვიტყვი, რათა უფრო საინტერესო იყოს მაყურებლისთვის.


- რას ელოდები პროექტისგან?
- მინდა, უფრო მეტად დავაინტერესო ხალხი ფიგურული სრიალით და ეს სპორტი კულტურად იქცეს. თუ რამე ცოდნა მაქვს, მინდა, ჩემს პატარა საქართველოს გამოვადგე, ჩემი ქვეყნისთვის რამე გავაკეთო. 


- საქართველოში როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?
- ჩემს პატარას ჯერჯერობით ვერსად ვტოვებ. ქუთაისის ციგურაობის სასახლესთან ვთანამშრომლობ, როგორც ქორეოგრაფი. ხანდახან ჩავდივარ. ისინიც ძალიან მიწყობენ ხელს და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე, ვმუშაობ ირმა სოხაძის სტუდია „მხიარულ ნოტებში“, სადაც ბავშვებს ცეკვას ვასწავლი. 


- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- ძალიან მიყვარს ქარგვა, ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა და გამოფენის გაკეთებაზე ვფიქრობ.


- რუსეთში დაბრუნებას ხომ არ აპირებ?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ცხოვრებას მივყვები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?