ნინო წულაია: „მამამ სცენაზე პირველად „ნიჭიერში“ მნახა“

ნიჭიერი

18 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

არაჩვეულებრივი საოპერო შესრულებით 23 წლის ნინო წულაიამ „ნიჭიერის“ ჟიურის მოხიბვლა შეძლო, მათი რჩეული გახდა და ახლა ფინალისთვის ემზადება.


- არანაირი  მუსიკალური განათლება არ მიმიღია. სამი წელია, რაც სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმეს. „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსვლა ჩემი დებიუტი იყო. კასტინგის დღეს ძალიან ვღელავდი, თუმცა წარმატებას, ასე თუ ისე, ველოდი. ასე რომ არ ყოფილიყო, ასეთ საჯარო პროექტში მონაწილეობას არ მივიღებდი. მართალია, პოზიტიურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ბატონი ნიკას შეფასების გამო ოდნავ ვღელავდი, რადგან შეუძლია, პირდაპირ გითხრას სათქმელი, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი შეფასება არ დამიმსახურებია. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჟიურის, რომ ფინალში გადამიყვანა. ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო დიდ სცენაზე და მგონი, თავი გავართვი.



ნინო, შენ შესახებ მოგვიყევი...
- ფოთში ვცხოვრობ, თუმცა სწავლის გამო ბათუმში მიწევს ყოფნა, სტუდენტი ვარ - დავდივარ ლექციებზე, ვაკეთებ პრეზენტაციებს. ძალიან მინდა, ოპერის მომღერალი გავხდე, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დამწყები ვარ და ეს ზღვაში წვეთია იმ შრომასთან შედარებით, რაც ამას სჭირდება.


ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- ალბათ, მამა, რომელიც სამი წელია, ჩვენთან არ არის, რუსეთშია. თანაც მან სცენაზე პირველად სწორედ „ნიჭიერში“ მნახა. ძალიან ბედნიერი იყო ჩემი წარმატებით. იმედები გავუმართლე. მყავს ძმა, ტატო, და არაჩვეულებრივი დედა, რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას.


- ნინო, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ალბათ, არ არსებობს გოგო, რომელსაც თაყვანისმცემელი არ ჰყავს. სიმართლე გითხრათ, ამაზე ყურადღებას საერთოდ არ ვამახვილებ. ჯერ არავინ მიყვარს და მხოლოდ ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული.

- ფინალში რას იმღერებ?
- მოდით, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საინტერესო იდეები მაქვს.

- ხმის შენარჩუნების გამო თუ იცავ რაიმე განსაკუთრებულ წესებს?
- ბავშვობიდან ძლიერი დიაპაზონი მქონდა, ამჟამად კი ნამდვილად ვფრთხილობ - არ ვსვამ ცივ სასმელს, არ ვჭამ ნიგვზიან და თხილიან საკვებს და სიცივეში შარფით დავდივარ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?