თოვლის ბაბუა „ნიჭიერშიც“ არსებობს

ნიჭიერი

29 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

„ნიჭიერის“ მომდევნო ნახევარფინალური კონცერტი მოულოდნელობებით იყო აღსავსე. დიახ, თოვლის  ბაბუა მართლაც არსებობს! გამარჯვებულ კონკურსანტებს ამის უკვე ნამდვილად სჯერათ.

ხალხის რჩეულები პატარა მოცეკვავეები - დაჩი და ლიზი  გახდნენ. მათ მაყურებლის ზარების 26,1% მიიღეს და ფინალში გადავიდნენ. მართალია, დაჩი აცხადებდა, რომ თოვლის ბაბუის არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ კონცერტის ბოლოს აზრი შეიცვალა;


დაჩი და ლიზი:


- ძალიან გაგვიხარდა, რომ ფინალში მოვხვდით, ეტყობა, ხალხს მოეწონა ჩვენი ცეკვა. ველოდებოდით, რომ გადავიდოდით. თოვლის ბაბუას სცენაზე ვთხოვეთ, რომ ფინალში გადავეყვანეთ და მან ეს სურვილი აგვისრულა.


გიორგი უშიკიშვილმა წინა კონცერტზე ივარაუდა, რომ პროექტს ფოლკლორის ჟანრში კიდევ ერთი ფინალისტი ეყოლებოდა. და ასეც მოხდა. ჟიურის რჩეული ანსამბლი „კასლეთილა“ გახდა. სვანი ქალბატონების ანსამბლი, რომელიც „ნიჭიერს“ სოფელ უდაბნოდან ეწვია.


ლაივის დამთავრების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი  ანსამბლის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე სუბიექტურად უყვარს:


- ამ მხარეში სხვანაირად უყვართ. ვფიქრობ, ასეთი კუთხე არ არსებობს თავისი უნიკალურობითა და ტრადიციებით, ამიტომაც მიხარია, რომ ამ ქალბატონებს კიდევ ერთხელ ნახავთ. საერთოდ, სვანური სიმღერა მოსასმენად მძიმეა, მაგრამ მათ შეძლეს, ის ჩვენამდე ისე მოეტანათ, რომ სასიამოვნო ყოფილიყო. ძალიან მიყვარხართ და მინდოდა, ეს სიყვარული გამომეხატა. 



„ზედაზენის“ რჩეული  მომღერალი ლედი ლალიაშვილი გახდა. მას კომპანია კიდევ ერთ შანსს აძლევს ფინალში მოსახვედრად;


ლედი ლალიაშვილი:


- თავიდან ცოტა კი დამწყდა გული, მაგრამ მერე  ძალიან გამიხარდა, „ზედაზნის“ რჩეული რომ გავხდი. ესეც დიდი მიღწევაა. ახლა ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. იმედია, ხმას მომცემენ.


„ნიჭიერი“ კი ეკრანებს 7 იანვარს ბოლო ნახევარფინალური კონცერტით დაუბრუნდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?