ზაალ უდუმაშვილი: „ვცდილობთ, მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ...“

ნიჭიერი

24 ოქტომბერი 15:30, 2016 წელი

 „ჩვენს გადაწყვეტილებაზე მონაწილეების მომავალი კარიერა, ოცნებების ასრულება და სხვა ბევრი რამ არის დამოკიდებული“, - „ნიჭიერის“ ჟიურის ახალი წევრი ზაალ უდუმაშვილი Funtime-თან მეორე და მესამე შესარჩევი ტურების შესახებ საუბრობს, რომლებიც 22-23 ოქტომბერს გაიმართა... 

მეორე შესარჩევ ტურში, უკრაინელი ბიჭების შოუმ ფილარმონიის სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. ჟიურის აღფრთოვანებასა და გაოცებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დარბაზი დაინგრა. აკრობატული ნომრით გადაცემის წამყვანები, ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე ისე დაინტერესდნენ, გიორგიმ ერთ-ერთი ილეთის გამეორებაც სცადა. რამდენად გამოუვიდა, ამას მაყურებელი შეაფასებს, თუმცა სცენიდან აშკარად თანაწამყვანმა „გაიტანა“.

მეორე შესარჩევ ტურზე მაყურებელსა და ჟიურის „ნიჭიერის“ სცენაზე ყველაზე მეტად რეჟისორისა და ოპერატორის ერმალო მაღრაძის გამოჩენა გაუკვირდა. საპატიო სტუმარმა, რომლის ფილმებიც ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჟიურის წევრებს საკუთარი ფილმის „თეას“ ანონსი წარუდგინა და გაუმხილა, რა პირობებში უწევდა მუშაობა. ნიკა გვარამიამაც არ დააყოვნა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახელით ვიდეოკამერით დაასაჩუქრა.


„ნიჭიერის“ სცენაზე 17 წლის გორელი ლუკა მანაგაძის გამოსვლამ მაყურებელი აატირა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მონაწილემ პოლ მაკ-კარტნის სიმღერა შეასრულა. დარბაზის განწყობა აშკარა იყო, ლუკასთვის დადებითი შეფასებები არც ჟიურის წევრებმა  დაიშურეს. ზაალ უდუმაშვილმა კონკურსანტის შესახებ Funtime-თანაც ისაუბრა.


ზაალ უდუმაშვილი: ლუკა მანაგაძემ დადებითი შეფასებები იმიტომ კი არ მიიღო, რომ ის შშმ პირია, მან ძალიან კარგად იმღერა. ეს იყო პროფესიონალური შესრულება და ვფიქრობ, ამ ბიჭის სიმღერა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. 


- ჟიურის ამპლუა როგორ მოირგეთ?
- ჟიურის ამპლუა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა, რადგან ჩვენს გადაწყვეტილებაზე მონაწილეების მომავალი კარიერა, ოცნებების ასრულება და სხვა ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასე რომ, ვცდილობთ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ. სამი გადაცემის ჩაწერიდან გამომდინარე, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მაყურებელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი და ბევრი სიურპრიზი ელოდება. როგორც ყოველთვის, „ნიჭიერი“ მაყურებელს იმედს არ გაუცრუებს. „ნიჭიერის“ შემოქმედებით გუნდს თამამად შეუძლია, განაცხადოს, რომ მაყურებელს ყველაზე ცხელ სეზონს უმზადებს! 


შოუს გადაცემები ეთერში სტარტს 21 ნოემბრიდან აიღებს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?