რაფაელ პასიერბეკი - „ნიჭიერის“ ყველაზე ექსტრემალი მონაწილე!

ნიჭიერი

7 ნოემბერი 14:30, 2016 წელი

 „რუსთავი 2“-ის ეზოში ამჯერად „ნიჭიერის“ ექსტრემალური ნომრების ჩაწერა გაიმართა. განსაკუთრებულად ელოდნენ 30 წლის ბაიკერის გამოსვლას, რომელიც „პროექტში“ მონაწილეობისთვის პოლონეთიდან ჩამოვიდა. რა იყო ასეთი შთამბეჭდავი მის გამოსვლაში, ამას პროექტის გულშემატკივარი ტელეეკრანიდან შეიტყობს. ჩვენ კი დღეს გაგაცნობთ, ვინ არის პოლონელი ბაიკერი და რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც საქართველოში გამოსვლა?

რაფაელ პასიერბეკი: სტანრაიდერი გახლავართ და ჩემი მეტსახელია „სტანდერ 13“. 15 წელია, რაც მოტოციკლით ვარ გატაცებული. ვაკეთებ ტრიუკებს, ვდგამ შოუებს და ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ჩემი ცხოვრების სტილია. ამ ყველაფერს ფულის გამო არ ვაკეთებ. სპორტში მთელ გულს ვდებ და ცხოვრების მოწოდებაა!


- რა მიღწევები და წარმატებები გაქვს ამ სფეროში?
- სამგზის მსოფლიო და, ასევე, სამგზის ევროპის ჩემპიონი ვარ. ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება მოვიგე. ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა ვიდეოპროექტებშიც ვმონაწილეობ.


- შენი საქმე დიდ რისკთან არის დაკავშირებული...
- დიახ, ასეა. ბევრ ხიფათს გადავყრივარ და არაერთი დაზიანებაც მიმიღია. ახლაც, როცა ვცდილობ, ახალი ტრიუკი მოვიფიქრო, შეიძლება რაღაც არ გამომივიდეს. ბევრი მეკითხება, გამოსვლის წინ შიშს თუ გრძნობო და მინდა გითხრათ, რომ ყველა წარმოდგენისა თუ ნომრის წინ შიშს ჯიბეში ვიდებ და ყველაფერი რომ დასრულდება, ისიც კი არ მახსოვს, რა გავაკეთე. ბრუს ლი ჩემი შთაგონებაა, რადგან ორთაბრძოლის საკუთარი სტილი შექმნა. არც მე მინდა, ვინმეს მივბაძო. ჩემი სტილი მაქვს!


- სხვა პროექტებში თუ მიგიღია მონაწილეობა?
- არასდროს. პოლონეთში „ტალანტშოუმ“ დამპატიჟა, თუმცა ხელმძღვანელობამ მოისურვა, რომ ტრიუკები სცენაზე გამეკეთებინა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან დარბაზში ტრიუკების კეთება შეუძლებელია. საქართველოში კი პროფესიონალურად მომიდგნენ და ნომრის წარსადგენად დიდი ადგილი გამომიყვეს, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენა კარგად შევძელი.


- სპორტის გარდა, სხვა რა არის შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი?
- ჩემი ოჯახი - დედა, და. მათ ჩემი საქმიანობით პოლონეთში სახლი ავუშენე. ჩემთვის კი, მოტოციკლის გარდა, ბევრი არაფერი მჭირდება.


- თუმცა მოტოციკლი, ალბათ, მაღალი კლასის უნდა იყოს...
- 15 წლის წინათ, როცა ამ სპორტით დავიწყე ცხოვრება, ტექნიკურად დასახვეწი მოტოციკლი მყავდა და მხოლოდ რამდენიმე ტრიუკის კეთება შემეძლო. სპონსორები არ მყავდა, რომ შესაბამისი მოტოციკლი მეყიდა. ახლა კი „Monster energy“-ს სახე ვარ და ჩემს მოტოციკლზე ისინი ზრუნავენ.


- პროექტის გარდა, საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
- არ ველოდი, თუ საქართველოში ასე მიმიღებდნენ და არც იმის მოლოდინი მქონდა, რომ ჟიურის წევრები ასე შემაფასებდნენ. თქვენი ქვეყნით აღფრთოვანებული ვარ. ამინდით თითქოს პოლონეთს ჰგავს და ხალხი ძალიან მეგობრულია. ქართველი ბაიკერებიც გავიცანი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?