2 ახალი სერიალი ჯესიკა ალბასა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით

  • 17 მაისი 18:00, 2019 წელი

ისინი 2019 სერიალებია. ერთ-ერთის პრემიერა კი, რომელშიც ჯორჯ კლუნის ვიხილავთ, ამ კვირაში გაიმართება.

„ლოს-ანჯელესის საუკეთესო“
L.A.'s Finest, 2019
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, კომედია, დეტექტივი
მსახიობები: ჯესიკა ალბა, ზორან კორაჩი, ზაკ გილფორდი, ერნ ჰადსონი, კიტ ჯარდინი


მრავალსერიიან შოუში ერთმანეთის პარტნიორები ხდებიან ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, ახლა კი დეტექტივი სიდნი ბერეტი და ერაყისა ავღანეთის ომების ვეტერანი ნენსი მაკკენი.



 


„ხაფანგი-22“
Catch-22, 2019
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, საომარი, კომედია
მსახიობები: კრისტოფერ ებოტი, კაილ ჩენდლერი, ჯორჯ კლუნი, მარტინ დელეინი, ჯული ენი ემერი


ჯორჯ კლუნის ეს ახალი პროექტი ჯოზეფ ჰელეერის ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის ეკრანიზაციაა. 1944 წელი. ომის საშინელებებითა და აბსურდული ბრძანებებით დაღლილი ბომბდამშენთა პოლკის ხელმძღვანელობა, მფრინავი იოსარიანი გადაწყვეტს, ზედმეტი გაფრენები თავიდან აიცილოს. ეს ყველაზე მარტივია, თუ ფსიქიკურ პრობლემებს მოიმიზეზებს, მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“... სამხედრო „ხაფანგი-22“-ის მიხედვით, მხოლოდ საღად მოაზროვნე ადამიანი უწოდებს საკუთარ თავს გიჟს.