11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა. თქვენი თავდაჯერებულობა, სექსუალურობა და სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს. მეგობრებთან და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები წარმატებასა და კმაყოფილებას მოგიტანთ.


კურო
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ამ დღეს მთავარია, არაფერი აგერიოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით. ეს დღეს ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. სასურველია სტუმრად წასვლა ან სტუმრების მიღება.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ბიზნესსა და კომერციაში აქტიური საქმიანობისთვის. მოსალოდნელია მომგებიანი წინადადება ან ფინანსური შემოსავალი. თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები სათანადოდ დაფასდება. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ მაგიას - ამან შეიძლება ბოროტი ძალები მიიზიდოს.


კირჩხიბი
ყველა თვალსაზრისით სასიამოვნო და წარმატებული დღეა. ეცადეთ, გარშემომყოფებთან თქვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახადოთ. გარეგნულად საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურებით, თუმცა ეს მხოლოდ შირმაა, რომლითაც სამყაროსგან თავის დაცვას ცდილობთ. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარში სტუმრად წახვალთ ან სტუმრებს მიიღებთ.  


ლომი
რომანტიკული გრძნობების გამოვლენისას ეცადეთ, მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ - ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი რჩეული ყურადღებით შეათვალიეროთ და შესაძლო უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინოთ.


ქალწული
ამ დღეს ძლიერდება თქვენი აურა, სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა. გირჩევთ, დღე მთლიანად შეხვედრებს და ურთიერთობებს მიუძღვნათ. წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ და მთავარზე იფიქრეთ. ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობა, ფიზიკური დატვირთვა და სტუმრად წასვლა.


სასწორი
მძიმე და დაძაბული დღეა. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება. უსიამოვნებები გელით, ამიტომ ეცადეთ, ალკოჰოლურ სასმელებსა და გაუფრთხილებელ გამოთქმებს მოერიდოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია არასტაბილურობა: ერთდროულად დაღლილობა, იმედგაცრუება და ურთიერთობის სიხარული გელით. ცნობა, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, გაიძულებთ, დახმარება ეძებოთ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას. ბავშვებთან ურთიერთობა სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ.


მშვილდოსანი
ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ხელსაყრელი წინადადება, რომლის გადაჭრაც პარტნიორთან ერთად მოგიწევთ. ნუ გარისკავთ - დაუჯერეთ რჩევებს და კარგად გათვალეთ საკუთარი მოქმედების მოსალოდნელი შედეგი. ხელსაყრელი დღეა ჩინოვნიკებთან ურთიერთობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. თქვენი შესაძლებლობები ღირსეულად დაფასდება.


თხის რქა
ამ დღეს ძლიერდება თქვენი აურა, იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა. ეცადეთ, ეს დღე ურთიერთობებსა და შემოქმედებით ძიებას მიუძღვნათ. სავარაუდოდ, წვრილმანი პრობლემები გაიძულებთ, გვარიანად გაისარჯოთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ერიდეთ  თავშეყრის ადგილებს. ამ დღის დევიზია - სიტყვაძუნწობა და მოვლენების ანალიზი.


მერწყული
ამ დღეს შეიძლება არაკეთილმოსურნეებმა პრობლემები შეგიქმნან. ეს ადამიანები იმის გაგებას შეძლებენ, რის დამალვასაც გულმოდგინედ ცდილობთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. ქალებს ვურჩევთ, პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდნენ და ურთიერთობებს გადახედონ, რადგან ილუზიებმა და შეცდომებმა შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.


თევზები
ბნელი ძალების გააქტიურების დღეა. თავს მოუსვენრად გრძნობთ და ცუდი წინათგრძნობა არ გასვენებთ. ძირითადი უსიამოვნებები მატერიალურ მხარეს ეხება. მოსალოდნელია ქურდობა, ძარცვა. ყურადღება მიაქციეთ ძვირფას ნივთებს და შეცდომები არ დაუშვათ. კარგი იქნება, თუ უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...