ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

  • 13 ივნისი 12:00, 2019 წელი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.

ინგრედიენტები:


ყაბაყი - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
ნიორი - 1 კბილი
არაჟანი - 2 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
წიწაკა ჩილი - ნახევარი
ლიმონის წვენი - ½ ჩ/კ
ორეგანო - 1 მწიკვი
შავი პილპილი - ½ ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
ოხრახუში - 0.5 კონა
ბაზილიკი (მწვანე რეჰანი) – 0.25 კონა


მომზადების წესი:


1. ყაბაყი გარეცხეთ და გათალეთ, ჯერ თხელ და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი - თითოეული 4-ად. ღრმა ჯამში ჩაყარეთ, ლიმონის წვენი მოასხით და აურიეთ.


2. გაფცქვენით ხახვი და ალყა-ალყა დაჭერით. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ნივრის კბილი მსხვილად გაჭერით.



3. ჩილის გამოაცალეთ თესლი და წვრილად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაყარეთ ხახვი და მოთუშეთ. დაამატეთ სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი თუშეთ. შემდეგ დააყარეთ ყაბაყი და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე (სანამ არ დარბილდება). დაამატეთ ჩილი, ნიორი და სანელებლები.


4. გარეცხეთ და გააშრეთ ოხრახუში, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ბოსტნეულს. დაბოლოს, დაამატეთ არაჟანი, ორეგანო, ბაზილიკი და მარილი. თუშეთ კიდევ 5 წუთი. მზა კერძს შეგიძლიათ კამაც მოაყაროთ.



გემრიელად მიირთვით!