15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს. იზრდება თქვენი ენერგიულობა, სექსუალურობა და ინტუიცია. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით გაუმკლავდებით და ყველაზე დახლართული სიტუაციიდანაც კი გამოსავალს ნახავთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარია. საქმიანი და პირადი შეხვედრები გელით. სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა, შოპინგი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.


კურო
წინააღმდეგობრივი დღეა. გირჩევთ, ძველ სიყვარულთან შეხვედრისთვის მოემზადოთ. ეცადეთ ძველი, რაღაც მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობები განაახლოთ და ურთიერთობების წრე გააფართოოთ. ახალი ნაცნობობა ძველ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ემოციები აკონტროლეთ - პლანეტების არახელსაყრელი განლაგება უსიამოვნებებს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სპორტით დაკავდით.


ტყუპები
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს - მოსალოდნელია ცრუ დაპირებები და იმედგაცრუება. ნებისმიერი კომერციული აქტიურობა ფინანსური ზარალით დასრულდება. სარისკო მოქმედებები და საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება საქმეს გაგირთულებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაიცადეთ. ამჟამად, ეს საუკეთესო გამოსავალია.


კირჩხიბი
ეს დღე მშვიდად დაიწყეთ და ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან მაინც არაფერი გამოვა. დასჯერდით იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტს ნურაფერს მოითხოვთ. მშვენიერ ხასიათზე ხართ, თუმცა გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ, ამიტომ შესაძლოა, საღამო სახლის გარეთ გაატაროთ.


ლომი
ამ დღეს რომანტიკული პაემანი ან მეგობრული შეხვედრა გელით. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშისთვის, მოგზაურობისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის და მსხვილი შენაძენისთვის. ვარსკვლავები შემოქმედებითი პროფესიების ლომებს მფარველობენ. იზრდება თქვენი სექსუალური პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. რომანტიკული პაემანი ან მეგობრული შეხვედრა გელით. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს პატარა დღესასწაულს მოუწყობთ, თუმცა საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღების დროს ზომიერება დაიცავით. განსაკუთრებულ სიამოვნებას ბავშვებთან ურთიერთობა მოგანიჭებთ.


სასწორი
თქვენ გელით პოპულარულობა, აღიარება და საყოველთაო პატივისცემა. მშვენიერი დროა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.


მორიელი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. თქვენმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ შეიძლება დღეს არატრადიციული გარემოცვა მოგთხოვოთ. საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა, გრძნობათა პალიტრა, პიროვნული მომხიბვლელობა და გარშემომყოფთა მიმართ კეთილგანწყობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან შეხვედრისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. ერიდეთ უსარგებლო კონტაქტებს და ზედმეტ საუბრებს და დოკუმენტებთან მუშაობას. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელ ადამიანთან ერთად უკეთ დაძლევთ. მისი რჩევა ძალიან გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ეს დღე ბუნებაში გაატარეთ.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის, ქორწინებებისა და გარიგებებისთვის. საქმის რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად გადანაწილების წყალობით, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. მიზნის მიღწევაში გამჭრიახი გონება და ინტუიცია დაგეხმარებათ.


მერწყული
პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები გელით, ფინანსური მდგომარეობა კი განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, სასურველია, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და თვის განმავლობაში პროფილაქტიკურ ზომებს მიმართოთ.


თევზები
წინააღმდეგობრივი დღეა. საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურებით. თქვენმა სურვილმა, რომ განმარტოვდეთ და ყოფით პრობლემებს გაერიდოთ, შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეგიქმნათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობები სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში. ამ დღის მთავარი ამოცანაა გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება.

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...