ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

  • ivi.ru
  • 12 ივლისი 18:00, 2019 წელი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.

1. „საბრალონი“
Les Misérables, 1998



ვიქტორ ჰიუგოს რომანის ეკრანიზაცია მოგვითხრობს ყოფილი კატორღელის ჟალ ვალჟანის შესახებ, რომელიც იძულებულია, სასტიკ მართლმსაჯულებას დაემალოს. პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ჟავიერისთვის კი ცხოვრების მიზანია მისი დაჭერა.


2. „შეყვარებული შექსპირი“
Shakespeare in Love, 1998



ახალგაზრდა დრამატურგი უილიამ შექსპირი, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის, თავის სიყვარულს ულამაზესი არისტოკრატის ვიოლის სახით პოულობს. საუბედუროდ, ქალი გავლენიან დიდგვაროვანზეა დანიშნული, მაგრამ ნამდვილი გრძნობისთვის ბარიერები არ არსებობს.


3. „ელიზაბეტი“
Elizabeth, 1998



ისტორიული დრამა ელიზაბეტ პირველის ცხოვრებაზე: დედოფლად კურთხევა, პირველი ნაბიჯები ქვეყნის მართვაში, ქმრის არჩევის მცდელობები სამეფო მრჩევლების ზეგავლენით, ღალატი და ახლობელი ადამიანების ნამდვილი სახის გამოაშკარავება.


4. „მარკიზ დე სადის კალამი“
Quills, 2000



სკანდალურად ცნობილი მარკიზ დე სადი და კათოლიკე მღვდელი ახალგაზრდა ქალის სიყვარულისთვის იბრძვიან. ირონიული არისტოკრატი ხელთათმანს ესვრის ყველა თვალთმაქცსა და ფარისეველს, ააშკარავებს რა მათს ჭეშმარიტ გრძნობებსა და სურვილებს.


5. „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“
Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl, 2003



„შავი მარგალიტის“ გუნდი, ბარბაროსას მეთაურობით, კაპიტან ბეღურას წინააღმდეგ ბუნტს აწყობს და გუბერნატორის ქალიშვილს ელიზაბეტს იტაცებს. მასზე შეყვარებული მამაცი ახალგაზრდა უილ ტერნერი ჯეკთან ერთიანდება, რათა მეკობრეებს დაეწიოს და საყვარელი ქალი დაიბრუნოს.


6. „ოქროს საუკუნე“
Elizabeth: The Golden Age, 2007



ელიზაბეტ პირველის ისტორიის გაგრძელება 1588 წლის მოვლენებს გვაცნობს, როცა ესპანეთმა ერეტიკოსი დედოფლისთვის ძალაუფლების წართმევა მოინდომა. ისარგებლა რა ინგლისის სამეფო კარზე რთული სიტუაციით, ესპანეთის მეფემ ფილიპმა ძლევამოსილი არმადა გაგზავნა ინგლისის სანაპიროებთან. 

წყარო: ivi.ru