13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

  • 12 აგვისტო 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
გირჩევთ, ამ დღეს პარტნიორების რჩევებს ნაკლებად ენდოთ და ნათესავების დახმარებას არ ელოდოთ. მთელი ენერგია საკუთარი თავისა და პრინციპების დაცვისკენ უნდა მიმართოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი ეჭვიანობის ან ფინანსური პრობლემების გამო. ვარსკვლავები მოულოდნელი უსიამოვნო ამბის შესახებ გაფრთხილებენ. ამ დღეს სასურველია ფიზიკური დატვირთვა, აქტიური დასვენება და რემონტი.


კურო
პასიური დღეა. ერიდეთ დაპირებების მიცემას და გრძელვადიანი გეგმების შედგენას. სასურველია ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიშები, რემონტი და სახლის მოწესრიგება. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ეცადეთ, გაუფრთხილებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ. სკანდალის ალბათობა დიდია.


ტყუპები
ფიქრისა და განსჯის დღეა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიშები და სუფთა ჰაერზე სეირნობა. ნუ ენდობით პარტნიორების რჩევებს და ნუ იქნებით ნათესავების დახმარების იმედად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იდეალური არ იქნება, ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. დაუფიქრებელი ნათქვამით არავინ გაანაწყენოთ.


კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა საკუთარი ცხოვრების შესაფასებლად. თუ გსურთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ, ეცადეთ, საკუთარი დრო გონივრულად დაგეგმოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ პროფილაქტიკურ ზომებზე იფიქრეთ.


ლომი
მზად იყავით მოახლოებული ღონისძიებებისა და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში თქვენი ფინანსური და კარიერული წინსვლის საფუძველი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან შორს ყოფნის პერიოდში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


ქალწული
კარგი დღეა განვლილი ცხოვრების შესაფასებლად. ნუ იქნებით პარტნიორებისა და ნათესავების იმედად. ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით და დაპირებებს თავადაც არ ენდოთ - მათ ასრულება არ უწერიათ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, რემონტისა და სახლის მოწესრიგებისთვის. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები - დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კამათი ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები.


სასწორი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ეჭვები და უნდობლობა ახლავს. საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური და გონივრული შეფასება და გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულება ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეცვლის. მოულოდნელი კამათი დღის მეორე ნახევარში თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. ძილის წინ სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა.


მორიელი
ოჯახური ურთიერთობებისთვის წარმატებული დღეა. ბოლომდე დარწმუნდებით საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში, თუმცა მატერიალური პრობლემების მოგვარება გაგიჭირდებათ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ეცადეთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. შესაძლოა, საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდეთ. ერთ შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლასაც კი შეძლებთ.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეებისა და აქტიური მოქმედებებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ დროულად დაასრულეთ ძველი საქმეები და სამომავლო გეგმები დასახეთ. თავი შეიკავეთ ცდუნებისგან.


თხის რქა
რთული დღეა. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში გადაუჭრელი პრობლემები იჩენს თავს, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. გირჩევთ, ნაკლები ექსპერიმენტები ატაროთ და მხოლოდ კარგად გამოცდილ მეთოდს ენდოთ. არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი.


მერწყული
მონანიების, ზნეობრივი განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. გირჩევთ, ყოველდღიურ საზრუნავზე უარი თქვათ და ეკლესიაში წახვიდეთ. დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სარისკო ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა.


თევზები
თუ მოქმედების გეგმას დამოუკიდებლად შეიმუშავებთ, წარმატება გელით. სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიაროთ და დახმარება სთხოვოთ. მზად იყავით იმედგაცრუებისთვის და ბრმად არავის ენდოთ.