სექსუალური სერფერი დები ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ (10 ფოტო)

  • bigpicture.ru
  • 13 აგვისტო 23:00, 2019 წელი

რაც არ უნდა ვთქვათ, სერფინგი, უდავოდ, სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობაა. ალბათ, ამიტომ აირჩიეს ავსტრალიელმა დებმა ელი-ჯინმა და ჰოლი-დეიზი კოფებმა სერფინგი. 

ტალღების სერფინგის დაფით დაპყრობით არა მხოლოდ საკუთარ პროფესიონალიზმსა და გამბედაობას ავლენენ, არამედ საკუთარ სექსუალურ ფორმებსაც უსვამენ ხაზს, რაც ნამდვილად განსაკუთრებული აქვთ.


22 წლის ელი-ჯინსა და 18 წლის ჰოლი-დეიზის დანახვაზე იფიქრებთ, რომ ეს გოგონები „ფლეიბოის“ მოდელები არიან. მათ შესანიშნავად იციან, რომ იდეალური ფორმები აქვთ, ამიტომ სექსუალური საცურაო კოსტიუმების მორგებას არ ერიდებიან. ცხელ ფოტოებს ინსტაგრამზე აზიარებენ, სადაც 2 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ. 


მიმზიდველი ფორმების გამო დებს ხშირად კიმ კარდაშიანს ადარებენ, თუმცა სპორტსმენებს ამგვარი ანალოგები არ მოსწონთ და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ პოპულარობა არა სექსუალურმა ფოტოსესიებმა, არამედ სპორტულმა მიღწევებმა მოუტანათ. 


სამწუხაროა, რომ სულ მალე ცხელი სერფერების ფოტოები მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან სერფინგის ლიგამ რატომღაც კაცების დასჯა გადაწყვიტა და სპორტსმენების ფოტოსესიაში წესები შემოიღო, რომლის თანახმადაც, სერფერებისთვის დუნდულების ახლო კადრით გადაღება აიკრძალა. 


აკრძალვამდე კი, ისიამოვნეთ სექსუალური დების მიმზიდველი ფორმებით:

წყარო: bigpicture.ru