5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

  • ivi.ru
  • 11 სექტემბერი 18:00, 2019 წელი

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.

1. „გვერდითი მოვლენა“
Side Effects (2013)

ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი
მსახიობები: ჯად ლოუ, რუნი მარა, კეტრინ ზეტა-ჯონსი
ჰიჩკოკის ანალოგები: „ოჯახური შეთქმულება“, „ექიმის აჩრდილი“, „ფსიქო“



ეს ფილმი ერთი შეხედვით შეიძლება აბსოლუტურად „არაჰიჩკოკურად“ მოგეჩვენოთ, მაგრამ მასში ალფრედის მიერ შექმნილი ძალიან ბევრი ილეთია, მათ შორის - ფოკუსირება არა პერსონაჟებზე, არამედ მათ საქციელზე, ბოროტი გმირის მოწოდება მსხვერპლის სახით და არასტანდარტული საოჯახო დრამა.


2. „7ვიდი“
Se7en (1995)
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
მსახიობები: ბრედ პიტი, მორგან ფრიმანი, გვინეტ პელტროუ
ჰიჩკოკის ანალოგები: „ჩიტები“, „მონუსხული“



ეს ფილმი ყველაზე აშკარა მაგალითია ჰიჩკოკის გავლენისა. ეს შეინიშნება წვრილმანებშიც - დაძაბული ატმოსფერო, ბიბლიური გზავნილები და მკვლელის წარმოჩენა არა როგორც ცოდვილი ადამიანისა, არამედ როგორც ორპირი და დაუნდობელი მიღმიერი არსებისა.


3. „დაწყევლილთა კუნძული“
Shutter Island (2010)
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
მსახიობები: ლეონარდო დიკაპრიო, მარკ რუფალო, ბენ კინგსლი
ჰიჩკოკის ანალოგები: „უცნობები მატარებელში“, „ფსიქო“



ამ ფილმში მარტინ სკორსეზემ მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცა შიშის კონცეფცია. აქ წამოწეულია ჰიჩკოკის საყვარელი თემა: იმის გაგების მცდელობა, როგორ მუშაობს კონკრეტულ (ექსტრემალურ) სიტუაციაში ადამიანის გონება.


4. „საწყისი კოდი“
Source Code (2011)
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ფანტასტიკა
რეჟისორი: დუნკან ჯონსი
მსახიობები: ჯეიკ ჯილენჰოლი, მიშელ მონაჰენი, ვერა ფარმიგა
ჰიჩკოკის ანალოგი: „თოკი



„საწყის კოდშიც“, ისივე როგორც „თოკში“, რეჟისორი აიძულებს მაყურებელს, „დაემორჩილოს“ თხრობის წესებს, ფინალში კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს.


5. „ცეცხლფარეში“
Stoker (2013)
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პაკ ჩჰან-უკ
მსახიობები: მია ვასიკოვსკა, მეთიუ გუდი, ნიკოლ კიდმანი
ჰიჩკოკის ანალოგი: „ეჭვის აჩრდილი“



ამ ჩამონათვალში ეს ერთადერთი ფილმია, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჰიჩკოკის ფილმის რიმეიქი. ფილმი თითქოს ორადაა გაყოფილი - „მანამდე“ და „შემდეგ“, ქალი და მამაკაცი, სიკვდილი და სიცოცხლე. ოღონდ ეს გაორება აერთიანებს თხრობასაც და გმირებსაც. პიროვნების გაორება, ეჭვიანობა და ოჯახური კონფლიქტი - ყველაფერი, რაც ალფრედმა დაადგინა. 


 

წყარო: ivi.ru