10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 9 სექტემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე ცრუ დაპირებების ნიშნით ჩაივლის. თუ გსურთ, რომ სამსახურებრივი პრობლემები თავიდან აიცილოთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ერიდეთ კამათს და კონფლიქტებს.


კურო


ეს დღე სიბრძნისა და გონიერების ნიშნით ჩაივლის. სავარაუდოდ, ის სავსე იქნება მოვლენებით, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია თქვენს აქტიურობასთან, მეორე ნაწილი კი თქვენი უახლოესი გარემოცვის მოღვაწეობასთან. საღამოს მოაწყვეთ ვიწრო ოჯახური ვახშამი ახლობელი ადამიანების წრეში.


ტყუპები


თქვენს კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები გელით. ყურადღება გამოიჩინეთ შოპინგის და კომერციული ოპერაციების დროს - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.


კირჩხიბი


ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია თქვენს აქტიურობასთან, მეორე ნაწილი კი თქვენი უახლოესი გარემოცვის მოღვაწეობასთან. გირჩევთ, წვრილმან პრობლემებზე არ მოცდეთ და მხოლოდ მნიშვნელოვანზე მოახდინოთ კონცენტრაცია.


ლომი


მძიმე დღეა. პარტნიორის არაკეთილსინდისიერება დღის პირველ ნახევარში ფინანსურად დაგაზარალებთ. ეცადეთ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. დღის მეორე ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით. ამ დღეს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა ენდოთ.


ქალწული


გირჩევთ, ფულთან დაკავშირებულ საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერიდეთ კონფლიქტებს და საქმეების გარჩევას, ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.


სასწორი


ამ დღეს კარგი იქნება, თუ პირად ცხოვრებასა და სულიერ განვითარებაზე იზრუნებთ. ეცადეთ, საღამოს საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხორციან კერძებს. ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ.


მორიელი


ურთიერთობისთვის შესანიშნავი დღეა. შესაძლოა, ახლობელი ადამიანები გეწვიონ და მათგან ბევრი ახალიდა საინტერესო ამბავი შეიტყოთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა მოზარდი მორიელებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.


მშვილდოსანი


ეს დღე ცილისწამების ნიშნით ჩაივლის. ყურადღება გამოიჩინეთ კომერციული ოპერაციების დროს - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ზედმეტი ნდობა შეიძლება ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს.


თხის რქა


გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში დაშვებული შეცდომები შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე ნეგატიურად აისახოს. ერიდეთ კამათს და კონფლიქტებს და ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკულ შენიშვნებს.


მერწყული


ეს დღე ცვლილებებს განასახიერებს. ხელშეკრულებით მომუშავე მერწყულებმა შეიძლება მუდმივი სამსახური იშოვონ. ხელიდან არ გაუშვათ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.


თევზები


წინააღმდეგობრივი დღეა. ნუ მოდუნდებით და წარმატებას ხელიდან ნუ გაუშვებთ. შესაძლოა, თქვენ გამო ოჯახში ურთიერთობა დაიძაბოს. ასაკოვანი თევზები შეიძლება სახსრების ტკივილმა შეაწუხოს.