პიცა, ლუდი და ელ-ფოსტა: რაზე ფიქრობენ პორნოვარსკვლავები გადაღების პროცესში

  • bigpicture.ru
  • 9 სექტემბერი 23:00, 2019 წელი

პორნოში გადაღება - ესეც სამსახურია, მართალია, არამაღალზნეობრივი, თუმცა, არც თუ ისე მარტივი. ეს საქმე აშკარად მოითხოვს ძალისხმევას, ვნებას და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენ მსახიობურ ნიჭსაც.

გადაღლილ პარტნიორთან მორიგი დუბლის გადაღების დროს, მსახიობები ხშირად აღარც კი ფიქრობენ სექსზე. სამაგიეროდ, ფიქრობენ, მაგალითად, კატაზე ან პიცაზე. 


გამოცემა Vice-ის ჟურნალისტმა გამოიძია, თუ რაზე ფიქრობენ ყველაზე ხშირად პორნოვარსკვლავები გადაღებების დროს და უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.


მსახიობმა ბლეიკ უაილდმა აღიარა, რომ თავიდან, რა თქმა უნდა, სამსახურზე ფიქრობს. წინასწარ განსაზღვრავს, თუ რომელი პოზის არჩევა სჯობს, როგორ დადგეს კადრში მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. თუმცა, მალევე მისი ფიქრები იფანტება და წარმოიდგენს, თუ როგორ მიირთმევს გემრიელ პიცას ვახშამზე და იხსენებს, აქვს თუ არა ლუდის მარაგი მაცივარში. 


ბლეიკი აღიარებს, რომ ძალიან უყვარს საკუთარი საქმე, თუმცა, მუდმივად აღგზნებული არ არის, რადგან ეს მისთვის მორიგი სამუშაო დღეა ოფისში.


პორნოვარსკვლავი ჯესი ლი პირსი ჰყვება, რომ გადაღების პროცესში, პირველ რიგში, საკუთარ პარტნიორზე ფიქრობს:


„ბუნებრივია, რომ მას გადაუხადეს თანხა ჩემთან სექსისთვის, მაგრამ მაინტერესებს, ნამდვილად მოსწონს მას ის, რაც ხდება თუ უბრალოდ, სიმულირებს? კიდევ მაინტერესებს, ვიაგრა თუ მიიღო გადაღებამდე? როდესაც ვიღაცასთან მუშაობა არ მიწევს, შემიძლია მოვეშვა და პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო. მაგალითად, რას აკეთებს ჩემი კატა? ხომ არ შია? აუცილებლად უნდა შევამოწმო მეილი“.


პორნომსახიობი მედისონი გონებაში საყვარელ მუსიკალურ კომპოზიციას ღიღინებს. გადაღებაზე მისი პროგრამაა ორალური მოფერება და სექსი სამ პოზიციაში. მედისონი აღიარებს, რომ მუსიკა მას რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება:


„ჩემი საყვარელი სიმღერაა - Black Velvet. ამ კომპოზიციის ფონზე უკეთ განვეწყობი სექსუალური აქტისთვის და შემიძლია, დროც ვაკონტროლო. ჩემთვის გულში ვმღერი და ეს მეხმარება, თავი უფრო სექსუალურად ვიგრძნო. სიმღერა შესანიშნავი ვარიანტია სექსის დროს მოძრაობის სინქრონიზაციისთვის. ერთი სიმღერის შემდეგ შემიძლია, პოზა შევცვალო, ხოლო ხუთი სიმღერის შემდეგ - სცენა დავასრულო“. 

წყარო: bigpicture.ru