ნობელის პრემიის ლაურეატის საიმედო პროგნოზი COVID-19-ზე

  • 25 მარტი 20:00, 2020 წელი

თქვენ წინაშეა 72 წლის ებრალელი ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი - 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ს ეროვნული აკადემიის წევრი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი...

ბიოფიზიკოსი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას გამოეხმაურა და თავისი ოპტიმისტური პროგნოზებიც გააკეთა.


„რელური ვითარება სულაც არ არის ისეთი საშინელი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს“, - ეს სიტყვები ეკუთვნის იქამდე თქვა, სანამ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა მკვეთრად გაუმჯობესდებოდა.


„მომდევნო კვირების განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება“, — ამბობდა ის თავის განცხადებაში, რომელიც ჩინეთის სოციალურ მედიაში გავრცელდა და იმასაც განმარტავდა, რომ გარდაცვლილთა რიცხი ყოველდღიურადაც დაიკლებდა.


მან თებერვლის შუა რიცხვებს ე.წ. პიკის პერიოდი დაარქვა - ამ დროისთვის, მართლაც, დაინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში 80 ათასს აღწევდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათასზე მეტი იყო — ეს ყველაფერი ქვეყანაში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყოველწლიურად სხვადასხვა მიზეზით  10 მილიონი იღუპება.


„რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება, პანიკის კონტროლია. ყველაფერი კარგად იქნება“, — თქვა მაიკლმა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ეპიდემია სულაც არ არის „სამყაროს აღსასრული“.


მეცნიერის ოპრიმისტური პროგნოზის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და ჩინეთში დღეს მართლაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.


მართალია, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრმა ევროპაში გადმოინაცვლა, თუმცა, ჩინეთში ბოლო მონაცემებით, სულ 47 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვალება ფიქსირდება.


ვაქცინის დამზადებამდე ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერი საზოგადოებას ორი აუცილებელი რეკომენდაციის — სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ კორონავირუსი, ძალიან მალე, საბოლოოდ დაიხევს უკან.