„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

  • 26 მარტი 16:03, 2020 წელი

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, საწვავზე ფასების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება.


„საწვავზე ფასების კლება გასული თვის შუა პერიოდში დაიწყო და შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ლარის გაცვლითი კურსი და ნავთობრპოდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასები კლებას თანმიმდევრულად განაგრძობს. დამატებით, „უნიქარდის“ მფლობელებმა „ვისოლის“ ქსელში ყოველდღიურად ლიტრ საწვავზე - 10 თეთრი, ხოლო უქმე დღეებზე 15 თეთრი დანაზოგით, ჯამურად, 36-41 თეთრამდე ფასდაკლება მიიღეს. შეგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია, „ვისოლი“ უნიქარდის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოს ნავთობსექტორში“, -  აცხადებს „ვისოლი“.


კომპანია მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურის გახსნასაც აანონსებს.


„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის ეკოს საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვისპროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას, ასევე, გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს“, - ნათქვამია „ვისოლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.