"მე რომ ვწევარ და ეს ბავშვები მუშაობენ, საშინლად მერიდება"

  • 31 მარტი 20:30, 2020 წელი

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჟურნალისტის ჩართვებიდან ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ ასეთ დროს ერიდება შინ წოლა.

“მე რომ ვწევარ და ეს ბავშვები მუშაობენ, საშინლად მერიდება. ვნერვიულობ. მაგრამ რომ ვწევარ და მაყურებლის პოზიციიდან ვუყურებ, კიდევ უფრო მაგრები ყოფილან, ვიდრე მეგონა “ჟიჟი და მისი რაზმი” )) მერე რა, რომ ნახევარი ძალით მუშაობენ, სხვადასხვა კლასტერად დაყოფილები, რა ეტყობათ ამათ განახევრების" - წერს ინგა გრიგოლია.


შეგახსენებთ, რომ რამდენინე დღის წინ ინგა გრიგოლიამ ფეხი მოიტეხა, მას ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად რეაბილიტაციას სახლში გადის.