მაია ბუწაშვილის პასუხი კორონავირუსზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას

  • 4 აპრილი 14:15, 2020 წელი

ინფექციონისი მაია ბუწაშივილი გამორიცხავს რომ საქართველოში 2019 წლის დეკემრის თვეში კორონავირუსი საქართველოში ყოფილიყო.

მედიკოსის არგუმენტით, დეკემბერში საქართველოში ინფექციის გავრცელების შემთხვევაში ახლა ეპიდემია უკონტროლო იქნებოდა. 


"სერიიდან - ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ


შეიძლება თუ არა დეკემბერში საქართველოში უკვე ცირკულირებდა კორონავირუსი?


ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც აღწერენ, რომ დეკემბერში და იანვარში მათ აღენიშნებოდათ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები.


დეკემბერში კორონავირუსის საქართველოში ცირკულირების შანსი უკიდურესად დაბალია, რადგან ყველაზე ადრე, როცა კორონავირუსზეა ლაპარაკი, არის 17 ნოემბერი, ჩინეთში. შესაბამისად, ჩვენთან დეკემბერში ამ ვირუსის შემოსვლის ალბათობა თითქმის არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ ასევე მეტყველებს ის, რომ დეკემბერში ჩვენთან შემთხვევები რომ ყოფილიყო, ახლა ეპიდემიის გაცილებით უარესი სცენარი გვექნებოდა და არა ინფიცირებულთა ისეთი ზომიერი რაოდენობა, როგორიც ახლა.


თუმცა, როცა ანტისხეულების ტესტი მასიურად ხელმისაწვდომი იქნება, ასეთ ადამიანებს საშუალება ექნებათ გაიგონ, გადატანილი აქვთ თუ არა კორონავირუსული ინფექცია", - წერს ნფექციონისტი.



ახალი ვირუსი ჩინეთის პროვინცია ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა, კერძოდ 30 დეკემბერს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.