თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 6 აპრილი 11:38, 2020 წელი

ამჟამად კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს. გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38 პირის სინჯი გაგზავნილი იქნა ლუგარის ლაბორატორიაში და მივიღეთ 4 დადასტურებული პასუხი. პაციენტები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, - ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, მარეხი ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება და მათი დისლოკაცია მოხდება პროფილური კლინიკების მიხედვით.


„ჩვენ კლინიკის 2 მედპერსონალს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, გუშინ შეჩერებული იყო პაციენტების მიღება კლინიკაში, სანამ მომსახურე პერსონალის ტემპერატურა არ განისაზღვრა


ვისთანაც მედპერსონალს შეხება ჰქონდა, ყველა გადაყვანილია კარანტინში. მათ შორის ის პაციენტებიც, ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.


საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 


წყარო