104 წლის იტალიალმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
- 7 აპრილი 11:06, 2020 წელი
The Sun-ის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ ბიელში 104 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა.
ადა ზანუსოს, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა, კორონავირუსის სიმპტომები 17 მარტს გამოუვლინდა.
მას ჰქონდა ცხელება, გულის რევა და სუნთქვა უჭირდა. თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა.
ექიმები აცხადებენ, რომ ის მსოფლიოში უხუცესი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.