17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 მაისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ეცადეთ, შემოქმედებითი უნარები გამოავლინოთ. გამორიცხული არ არის, შემოსავლის ახალი წყაროები და გავლენიანი მფარველები აღმოაჩინოთ. რთული სიტუაციიდან სწორედ მათი დახმარებით გამოხვალთ.


კურო


გირჩევთ, აღარ იყოყმანოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ნებისმიერ საქმიან წინადადებას სიფრთხილით მოიეკიდეთ. ვიღაც ცდილობს გაგაცუროთ. ერიდეთ მჭრელ საგნებს და მწერებს. სიზმარში მღვრიე წყლის ნახვა საფრთხეს მოასწავებს.


ტყუპები


ერიდეთ მგზავრობას და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადით. სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან. მზად იყავით სიურპრიზისთვის - მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან. შანსი გაქვთ, რომ საქმიანობის სფერო გააფართოვოთ. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ ინტუიციას ენდეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და შემოსავალს მოგიტანთ. სხვების რჩევებს ნაკლებად უსმინეთ.


კირჩხიბი


ფიქრის და ეჭვებისა დრო დასრულდა. ახლა კონკრეტული და მიზანდასახული მოქმედების დროა. ნებისმიერ საქმეში წარმატეწბა გელით. შეგიძლიათ ყველაზე თამამი პროექტების განხორციელებას შეუდგეთ.


ლომი


ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთს შეცვლის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით, თუმცა ამავდროულად ორაზროვან და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გამორიცხული არ არის, რომ ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდეთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის არახელსაყრელი დროა. უკეთეს მომენტს უნდა დაელოდოთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ახალი შემოსავლის წყაროები აღმოაჩინოთ. მოულოდნელი შეთავაზება ან ძველ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრა გელით. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან და სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობის დროს.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა მოღვაწეობის სფეროს გაფართოვებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ პრაგმატიზმით იმოქმედეთ. ნუ ენდობით ზედაპირულ რჩევებს და მხოლოდ საკუთარი თავი იმედი გქონდეთ. საქმიან ქაღალდებთან სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ - ყველა უსიამოვნება ამას უკავშირდება.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. სწორად მოქმედების შემთხვევაში, შანსი გაქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. სწრაფად რეაგირების უნარს თუ არ გამოავლენთ, თქვენი ოჯახი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება,


მშვილდოსანი


მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიიღოთ შედეგი, რომელზეც ამდენხანს ოცნებობდით. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობისას.


თხის რქა


წინააღმდეგობრეივი დღეა. მოსალოდნელია ძველ ბიზნეს-პარტნიორებთან შეხვედრა, თუმცა აჩქარება ან საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. შეჩერდით და ყურადღებით მიმოიხედეთ. ბევრ საინტერესოს შენიშნავთ.


მერწყული


ჩვეულებრივი, სამუშაო დღეა. თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა საქმის საბოლოო შედეგებზე სასიკეთოდ აისახება, რაც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. უარი თქვით ცხოველურ საკვებზე და დაიცავით დიეტა.


თევზები


პროვოკაციებით სავსე დღეა. შესაძლოა, გარემოებებმა თქვენი სიმტკიცე და სიტუაციის ფლობის უნარი გამოსცადონ. დაწყებული საქმე თქვენგან დაძაბულ შრომას მოითხოვს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლისთვის მაქსიმალური ძალისხმევა მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.