18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 17 მაისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


არახელსაყრელი დღეა. მოვლენების საბედისწერო განვითარებამ შეიძლება ფინანსური ზარალი მოგიტანოთ ან საკუთარი პრინციპების სქტიურად დაცვა გაიძულოთ. თავი შეიკავეთ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებებთან ურთიერთობისგან, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან. შესაძლოა, ცნობამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, გაიძულოთ მეგობრებს დახმარებისთვის მიმარეთოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.


კურო


კრიტიკული დღეა. ბედი გამოცდას გიმზადებთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გაუმკლავდებით თუ არა. თავშეკავება, უსარგებლო კონტაქტებზე უარის თქმა და ადამიანების ობიექტურად შეფასება შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ პროფესიულ სფეროში აქტიურობისგან.


ტყუპები


დაძაბული დღეა, რომელიც პრინციპების მიმართ თქვენს ერთგულებას გამოცდის. უსიამოვნო ცნობამ ან მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება, მუშაობაში შეფერხება და კოლეგებთან გაუგებრობა გამოიწვიოს. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ და ფინანსური მოვალეობები არ დაივიწყოთ, რადგან ამ მხრივ პრობლემები გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი დრო გონივრულად გაანაწილოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.


კირჩხიბი


ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. შესანიშნავ განწყობას პატარ-პატარა გაუგებრობებიც ვერ გაგიფუჭებთ, თუმცა მუშაობა ჩვეულზე მეტი მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავი ოდნავ შეუძლოდ იგრძნოთ. ეცადეთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.


ლომი


შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სტუმრების მიღებისთვის. ქალები კულინარიული შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებენ. მამაკაცებმა სუფთა ჰაერზე მეტი დრო უნდა გაატარონ. ნებისმიერ საქმეში კომპრომისული გადაწყვეტილება ეძიეთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - შესაძლოა, მათი პრობლემები თქვენს ჩარევას საჭიროებს.


ქალწული


ეს დღე მოგზაურობას და თავგადასავლებს უკავშირდება და ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულებისა და აქტიური დასვენებისთვის მოსამზადებლად. დღის მეორე ნახევარში ნოტარიული დოკუმენტების გაფორმება, უფროსთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ურთიერთობა წარმატებით დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ მოვლენების განვითარება თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.


სასწორი


აქტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიშისა და სპორტისთვის, ხანგრძლივი სეირნობისა და მოგზაურობისთვის, ასევე მეგობრებთან გართობისთვის. საშუალება გექნებათ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, რაც დადებითი ემოციებით აგავსებთ. ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ეცადეთ, საკუთარი აზრი სხვებს თავზე არ მოახვიოთ.


მორიელი


განწმენდისა და თავისუფლების დღეა. ხელსაყრელია დასვენება, წყლის პროცედურები, რელაქსაცია და მკურნალობა. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია ტრამვები, დამწვრობა და კვებითი ინტოქსიკაცია. ეცადეთ მზეზე დიდხანს არ გაჩერდეთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს რაციონში მეტი ვიტამინი და მინერალი იყოს.


მშვილდოსანი


ბავშვების და ნათესავების ინტერესები ამ დღეს თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას და პირად ჩართულობას მოითხოვს. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოთ და არც მეგობრები დაივიწყოთ.


თხის რქა


არახელსაყრელი დღეა. პროვოიკაციებს არ აჰყვეთ. შესაძლოა, მოვლენების სარახელსაყრელმა განვითარებამ ან არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციებმა საკუთარი პრინციპებისა და ავტორიტეტის დაცვა გაიძულოთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ დიპლომატიას გამოიჩენთ, კარგ შედეგებს მიაღწევთ.


მერწყული


თავგადასავლებისა და პრინციპების დაცვის დღეა. დღის პირველ ნახევარში ხელსაყრელია ნოტარიული დოკუმენტების გაფორმება, უფროსთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან კონტაქტი. შესაძლოა დიდი დროისა და ფულის დახარჯვა მოგიწიოთ გადაუჭრელ პრობლემებზე და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევაზე.


თევზები


ეს დღე თქვენს სიმტკიცეს გამოცდის. ვიღაც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. გირჩევთ, ერიდოთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, გირჩევთ, პროფილაქტიკურ ზომებს მიმართოთ.