23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 22 მაისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, რაც საქმის მიმდინარეობაზე სასიკეთოდ აისახება. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან წარმატება გელით. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი ნებისმიერი ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. მამაკაცებს ვურჩევთ, მხოლოდ სანდო ადამიანებთან იკონტაქტონ, თორემ პრობლემები ელით. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ.


კურო


ვარსკვლავები გაფრთხილებენ არაკეთილმოსურნეთა მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე. შეიძლება ვიღაცამ ცილი დაგწამოთ. ურთიერთიბაში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ ან არ ენდობით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.


ტყუპები


ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა და პირად ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთიბებში სირთულეები ახლავს. უარი თქვით ნებისმიერ აქტიურობაზე, ნუ გამოიჩენთ ინიციატივას, რადგან წარუმატებლობა გელით. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას უწყობს. სიტუაციიდან ღირსეული გამოსავალის პოვნაში მხოლოდ სიტუაციის ობიექტური შეფასება და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ. მოიფიქრეთ, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


კირჩხიბი


არახელსაყრელი დღეა. არსებობს ცილისწამებისა და პროვოკაციების რისკი. გირჩევთ, ერიდოთ ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე არ ენდობით, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ აიცილოთ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართეთ.


ლომი


ამ დღეს ლომ ქალებს ყველგან ამჩნევენ. საკუთარი თავის რწმენა, მახვილი გონება და მდიდარი სულიერი სამყარო ყურადღების ცენტრად გაქცევთ. მამაკაცებს მშენებლობასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საქმეებში სირთულეები ელით. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ნებისმიერ საქმეს, რომელიც რისკს უკავშირდება.


ქალწული


ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ერიდეთ გადაღლას და სარისკო საქმეებს. ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.


სასწორი


ვარსკვლავები გაფრთხილებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე და არაკეთილმოსურნეთა მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე. უარი თქვით აქტიურობაზე და ინიციატივის გამოჩენაზე, რადგან ნებისმიერ საქმეში წარუმატებლობა გელით. ნუ დანებდებით - გონივრული სტრატეგიის შერჩევით შექმნილი სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმების შედგენისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის და ბავშვის ჩასახვისთვის. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა დროებით. მოიფიქრეთ, როგორ გაატარებთ დასვენების დღეებს, რადგან ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, სიფრთხილე გმართებთ - არსებობს ტრამვებისა და კვებითი ინტოქსიკაციის რისკი.


მშვილდოსანი


ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ფინანსური ან საზოგადოებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა კოლეგებთან ან უფროსთან მოსალოდნელია კონფლიქტი და გაუგებრობა.


თხის რქა


ამ დღეს ახალ საქმეებში სირთულეები გელით. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულოს.


მერწყული


აქტიური და დინამიკური დღეა. სავარაუდოდ, შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას საბოლოოდ აღადგენთ, რაც მომავალში უარავ სარგებელს მოგიტანთ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ზრდისთვის, მეცნიერებისა და ხელობის შესწავლისთვის. სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. საყვარელი ადამიანის დამოკიდებულება თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. ნუ დაივიწყებთ დღის რეჟიმისა და დასვენების შესახებ და ერიდეთ მაგარ ყავას და ალკოჰოლურ სასმელებს.