ნუ ჩქარობთ! 5 რჩევა მგრნობიარე სექსისთვის

  • cosmo.ru
  • 22 მაისი 23:00, 2020 წელი

სწრაფი და ცხელი სექსი - ცალსახად, შესანიშნავია, მაგრამ აუჩქარებელი და მგრძნობიარეც - არაფრით ჩამოუვარდება. სექსისთვის მომზადება და ხანგრძლივი პრელუდია უფრო მძაფრ ორგაზმამდე მიგიყვანთ, თანაც, აქ რთული არაფერია: წარმოიდგინეთ, რომ ამისთვის უნდა დატენოთ ელემენტი. იქნებ სცადოთ?!

1. დამშვიდდი


ბევრს არ შეუძლია ხანგრძლივი სექსით ისე დატკბეს, როგორც საჭიროა, რადგან მუდმივად სადღაც ეჩქარება. ხოლო სექსი „არ დამაგვიანდეს“ ფიქრების ფონზე, ნაკლებად სასიამოვნოა. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში, აუცილებელია მოდუნება. ამიტომ, ხშირად მიმართე მედიტაციის საშუალებებს. ეს მოდუნებაში და სტრესის მოხნაში დაგეხმარება. თანაც, სიამოვნების მისაღებად განეწყობი.  


2. დაგეგმე


შენც ფიქრობ, რომ დაგეგმილი სექსი - „ბიძნური“ ფილმის სიუჟეტია? მაგრამ სინამდვილეში ამგვარი დაგეგმარება წინასწარ განწყობის შექმნასა და საწოლში საჭირო ენერგიის მოზღვავებაში დაგეხმარება.


3. დააბალანსე

ედჯინგის ტექნიკა - როდესაც რამდენჯერმე ორგაზმის ზღვარზე მიდიხარ და უკან ბრუნდები, ნამდვილად სასიამოვნოა და გაცილებით ძლიერი ორგაზმის მიღებაში გეხმარება, თუმცა, ეს წინასწარ უნდა განიხილო და შეათანხმო პარტნიორთან. 

4. არ იჩქარო


იმისთვის, რომ აუჩქარებელი სექსით სრულად ისიამოვნო, უფრო მეტი დრო დაუთმე კოცნას და ჩახუტებას. შეისწავლეთ ერთმანეთის სხეული დეტალურად, სანტიმეტრობით, სცადეთ მოფერების სხვადასხვა ტექნიკა და მასაჟი. ხანგრძლივი მოფერებისთვის განწყობის შესაქმნელად შესაძლოა, სუნთქვის სინქრონიზაცია დაგეხმაროთ. ამისათვის დაწექით ან დასხედით ერთმანეთთან სახით და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ, შემდეგ ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე. 


5. მობილიზდით


მაქსიმალური კონცენტრაციის შესაქმნელად აუცილებელია სიბნელე და სიჩუმე, ამიტომ სასურველია, სექსუალურმა აქტმა მუსიკისა და სანთლების გარეშე ჩაიაროს (არ დაგავიწყდეთ, რომ აუჩქარებელ და მგრძნობიარე სექსზე ვსაუბრობთ). უფრო მეტი პიკანტურობისთვის, შეგიძლიათ, ერთმანეთს თვალები აუხვიოთ.

წყარო: cosmo.ru