24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 23 მაისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფულად შემოსავალს ან ხელსაყრელ შენაძენს გპირდებათ. გირჩევთ საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, რადგან საღამოს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია ინედგაცრუება, რაც პირად ცხოვრებაში წარუმატებლობას უკავშირდება.


კურო


ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გადაღლას და რისკთან დაკავშირებულ საქმიანობას. გირჩევთ ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკულ ღონისძიებებს მიმართოთ.


ტყუპები


ვარსკვლავების განლაგება ჯერჯერობით, ისევ არახელსაყრელია. მოსალოდნელია სირთულეები ახალ საქმეებში. ტყუპებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას საზღვარგარეთ აწარმოებენ, ფინანსური ზარალი ელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


კირჩხიბი


ამ დღეს ჯანმრთელობის მდგომარეეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნუ გადაიღლებით, ახლა თავგადასავლების ძიების დრო არაა. მშვიდი დასვენება, წიგნის კითხვა, ტელევიზორის ყურება ან მსუბუქი სპორტული ვარჯიში ენერგიით აგავსებთ.


ლომი


ლომებისთვის, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ახორციელებენ, წარმატებული დღეა. მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი და ახალ საქმეში წარმატება. ქალებს მორიგი, მაგრამ ხანმოკლე რომანი ელით. ეს დღე აუცილებლად წარმატებული იქნება თუ წინასწარ დაგეგმავთ.


ქალწული


ყველა თვლსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა წინააღმდეგობის დაძლევას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალი იდეებს და შესაძლებლობებს შემოგთავაზებენ. შრომისმოყვარეობისა და მონდომებისთვის დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ოჯახში სიყვარული და ჰარმონიაა.


სასწორი


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ხორციელი ცდუნებისა და იმედგაცრუების ნიშნით ჩაივლის. პარტნიორების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ამჟამად ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ. თუ მხარდაჭერა მიიღეთ, ეს ბედის საჩუქრად უნდა მიიჩნიოთ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ სასიყვარულო საქმეებში საბოლოო გადაწყვეტილება.


მორიელი


გირჩევთ ეს დღე კულტურულ დასვენებას მიუძღვნათ. მოინახულეთ მუზეუმები, გამოფენები, ესტუმრეთ საკონცერტო დარბაზებს და თეატრს. მიღებული შთაბეჭდილებები სულიერი ენერგიით აგავსებთ და მომავალ კვირას მხნედ შეხვდებით. მოსალოდნელია მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა.


მშვილდოსანი


ვარსკვლავების განლაგება ძველებურად არახელსაყრელია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე გაფრთხილებენ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას - მოსალოდნელია ტრამვა ან ქრონიკული დსაავადბების გამწვავება. ერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.


თხის რქა


ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვას ადვილად მოახერხებთ, თუმცა ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაფრთხილებენ. ერიდეთ ფიზიკურ და სულიერ გადაღლას, ავტომობილის სწრაფად ტარებას, მჭრელ საგნებს და ელექტროხელსაწყოებს. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად ყველაზე მეტად სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.


მერწყული


ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა ასპარეზზე გამოავლინოთ. შესაძლოა, ამ დღეს ბავშვებთან დაკავშირებულმა საქმეებმა თქვენი ყურადღება და ჩართულობა მოითხოვონ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დრეს შეძლებთ პარტნიორთან შეთანხმებას და თქვენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს.


თევზები


კრიტიკული დღეა. განსაკუთრებული სიფრთხილე იმ თევზებს ჰმართებთ, რომლებიც სამოგზაუროდ წასვლას აპირებენ. გირჩევთ გამგზავრება გადადოთ, რადგან ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ერიდეთ თავგადასავლებს და უპირატესობა მშვიდ გარემოში დასვენებას მიანიჭეთ.