ანკარაში 20 წლის ბიჭი ქურთული მუსიკის მოსმენისთვის მოკლეს

  • batumelebi.netgazeti.ge
  • 2 ივნისი 14:23, 2020 წელი

31 მაისის ღამეს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 20 წლის კაცი, ბარიშ ჩაქანი მოკლეს. ოჯახის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ჩაქანი მეგობრებთან ერთად საღამოს გავიდა პარკში დროის გასატარებლად, ამის შესახებ ,,ნეტგაზეთი" უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

სწორედ ამ დროს მას თავს სამი ადამიანი დაესხა ალსანჯაქის (ანკარის დასავლეთი ნაწილი) სამეზობლოდან. მიზეზი ქურთული მუსიკის მოსმენა იყო.


გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობისგან ბარიშ ჩაქანი ადგილზევე გარდაიცვალა. დააკავეს სამივე თავდამსხმელი.


საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, დაღუპულის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ მათ აქამდეც დასხმიან ქურთული მუსიკის მოსმენის გამო.

სრული ვერსიის ნახვა batumelebi.netgazeti.ge