საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

  • 8 ივნისი 10:23, 2020 წელი

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში 2915  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.