27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 26 ივნისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


პლანეტების არახელსაყრელი განლაგება შესაძლოა, თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად აისახოს. შესაძლოა, არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებმა დაგაზარალოთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენს საოჯახო ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია.


კურო


მონანიების დღეა. მოსალოდნელია საქმეში სერიოზული ცვლილებები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. შესაძლოა, საკუთარი პარტნიორების გავლენის ქვეშ მოექცეთ და არც ოჯახში პრობლემებია გამორიცხული.


ტყუპები


სავარაუდოდ, ამ დღეს ფინანსურ შემოსავალზე მეტი გასავალი გექნებათ. იმედი, რომელსაც მოახლოვებულ გარიგებაზე ამყარებდით, სავარაუდოდ, გაგიცრუვდებათ. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები პირად ურთიერთობებში - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. დღის მეორე ნახევარში ვნებები დაცხრება და ამ დღის ნეგატიური ტენდენციები შესუსტდება.


კირჩხიბი


მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ საკუთარი პოზიციები დაიცვათ, რომ პარტნიორების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ბოროტად ნუ ისარგებლებთ თავისუფლებით და ეცადეთ ზომიერება შეინარჩუნოთ.


ლომი


პლანეტების არახელსაყრელი განლაგება შესაძლოა უარყოფითად აისახოს სამსახურეობრივ მდგომარეობაზე ან თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. შესაძლოა, ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდეთ ან უცხო პირთა გავლენის ქვეშ მოქცეთ. ეცადეთ მეტი ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ.


ქალწული


ამ დღეს პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენს საოჯახო ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. ეცადეთ, ფინანსურ სირთულეებს მშვიდად და ფილოსოფიურად შეხედოთ და იფიქრეთ იმაზე, რომ მალე პრობლემებს გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, სასიამოვნო ცნობამ თქვენს წინაშე ახალი ჰორიზონტები გადაშალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, საღამოს უმიზეზო სევდა მოგეძალოთ და თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


მორიელი


ეს დღე ბიუჯეტის შევსებისთვის ხელსაყრელია. სავარაუდოდ, ვიღაც ღირსეულად შეგაფასებთ და თქვენს სიტყვას გაითვალისწინებს. ამ დღეს საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ხელი არაფერზე მოაწეროთ. სახლში სითბო, სიყვარული და მზრუნველობა გელით.


მშვილდოსანი


ამ დღეს მშვილდოსანი მამაკაცების ცხოვრებაში შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები მოხდეს - სავარაუდოდ, მეტოქის მაქინაციების ან პარტნიორის განწყობის მსხვერპლი გახდებით. ქალებისთვის ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთიბისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის.


თხის რქა


ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და შეხვედრებისთვის. ნებისმიერი წამოწყება, ყველაზე სარისკოც კი კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გგამორიცხული არ არის, რომ თქვენი საზოგადოებრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობა შეიცვალოს.


მერწყული


დაძაბული, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დღეა. შესაძლოა, უსიამოვნო ცნობამ შინაგანი წონასწორობა დაგირღვიოთ და ოჯახში მძიმე ატმოსფერო შექმნას. ქალებს ვურჩევთ, რომ საკუთარი პოზიციების მეტისმეტად ხისტად და პრინციპულად დაცვისგან თავი შეიკავონ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ბავშვების ჯანმრთელობას (განსაკუთრებით, მოზარდების).


თევზები


ფინანსური პრობლემები უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ. მთავარია, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. თავი შეიკავეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან, რომლებზეც მოგვიანებით ინანებთ. გირჩევთ, ეს დღე უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას მიუძღვნათ. კრიზისული სიტუაციის თავიდან არიდებისთვის კვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.