5 პროდუქტი, რომელიც კანცეროგენულია და ამის შესახებ არ იცოდით

სილამაზე/ჯანმრთელობა

12 იანვარი 13:00

კანცეროგენები კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ჯანმრთელი უჯრედი რომ გადაგვარდეს, ზოგი მონაცემით, მასზე კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედება 10-15 წელს უნდა გრძელდებოდეს. ასე რომ, ჩვენი ჯანმრთელობა ხშირად ჩვენს ხელში და ცოდნაშია...

აქ ჩამოთვლილია 5 პროდუქტი უმჯობესია, საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან, რათა დაავადების განვითარების რისკი შეამციროთ.


1. ხელოვნური დამატკბობელები


მეცნიერთა დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ აბსოლუტურად ყველა სახეობის  სინთეზური დამატკბობელი დიდი დოზებით საშიშია ჯანმრთელობისთვის. ხელოვნურ შაქარს ამატებენ სხვადასხვა პროდუქტში, როგორიცაა სარეჭი რეზინები, დესერტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.



რჩევა:
ექიმები მწარმოებლებს მოუწოდებენ, პროდუქტებში მაქსიმალურად ჩაანაცვლონ ხელოვნური შაქარი ნატურალურით (დიაბეტით დაავადებულებითვის განკუთვნილი საკვები სხვა თემაა). ეს მწარმოებლებისთვის უფრო ხარჯიანი იქნება, მაგრამ ამ ხარჯის საპირწონედ ხომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას.


2. ყავა


კოფეინს და ყავის სხვა კომპონენტებს კანცეროგენებს მიაწერენ, მაგრამ ეს შეცდომაა!!!
ყავა არ არის კანცეროგენი! პირიქით - ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის მოხმარება კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს.



რჩევა:
რადგან ყავის ჭარბად მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს "კოფეინის შფოთვა" და უძილობა, ეცადეთ, რომ დღეში 2 ფინჯანზე მეტი არ მიირთვათ. გაიხსენეთ, რომ კოფეინს ჩაი და კაკაოც კი შეიცავს.



3. ხორცის ნახევარფაბრიკატები


გადამუშავებული ხორცი სერიოზულ უნდობლობას იწვევს. პოტენციურად სახიფათო პროდუქტების სიაშია: ბეკონი, ძეხვები, სოსისები... საკვებად მათი რეგულარული და ხანგრძლივი გამოყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს 18%-ით ზრდის (ჯანმოს 2015 წლის მონაცემი). ეს გამოწვეულია იმით, რომ მწარმოებლები ქიმიურ კონსერვანტებს იყენებენ, რომლებიც ზრდის პროდუქტის შენახვის ვადას, ანიჭებს მას სასიამოვნო ფერს, გემოს და სურნელს, თითქოს სულ ახალი და ნატურალურია, რეალურად კი  ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.


ერთ-ერთი ასეთი კონსერვანტია ნატრიუმის ნიტრიტი. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ის აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, იწვევს ანთებას და ფერმეტების ზემოქმედებით მისგან ჩამოყალიბდება ნამდვილი კანცეროგენი -   ნიტროზამინი, რომელსაც მსხვილი ნაწლავის კიბომდე მივყავართ.


ხირცის შებოლვისთვის იყენებენ ბუნებრივ ან თხევად ბოლს, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს მაღალი ონკოგენური პოტენციის  მქონე არომატულ ნახშირწყალბადს - ბენზპირენს. სწორედ ეს ბენზპირენი ხვდება ხორცპროდიქტებში.



რჩევა:
უარი თქვით შებოლილ და ასევე ისეთ ხორცპროდქტებზე, რომელთა შემადგენობაში ნატრიუმის ნიტრატია; შეამცირეთ შემწვარი ხორცის მიღება. დაიმახსოვრეთ, რომ სოსისები, ძეხვეული და შებოლილი ხორცი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რისკს საგრძნობლად ზრდის.


გაზარდეთ ბოსტნეულის, მწვანილების და სანელებლები  მოხმარება. ხორციან კერძში ძალიან სასარგებლოა წითელი და შავი წიწაკა, ნიორი, ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ორეგანო. მათში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც აფერხებს კანცეროგენების წარმოქმნას მაღალ ტემპერატურაზე. გახსოვდეთ, რომ სანელებლებმა კარგად უნდა დაფაროს ხორცის ზედაპირი, რადგან სწორად აქ ხდება საშიში ნაერთის წარმოქმნა.


ასევე, კანცეროგენების მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად ანეიტრალებს: მწვანე ჩაი, პომიდორი, სალათი, სხვადასხვა სახეობის კომბოსტო, ჭარხალი, ბოლოკი.
მოკლედ, მიირთვით უფრო მეტი რაოდენობით ბოტნეული, მწვანილი, ხილი. ცხიმების მიღება კი შეამცირეთ, რადგან სწორედ ცხიმი უწყობს ხელს კანცეროგენების გააქტიურებას.


 


4. პური


რა თქმა უნდა, ყველანაირი პური არ არის საშიში. ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია ობის სოკო, რომელიც აფლატოქსინს გამოყოფს. თუკი ის ხშირად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხვდება ორგანიზმში,  შესაძლოა, ღვიძლის კიბო გამოიწვიოს. ობის სოკო უჩნდება მარცვლეულს, ქატოს, ფქვილს, კაკალს, თხილს. რაც მნიშვნელოვანია, თერმული დამუშავებისას ეს სოკო არ იშლება, პირიქით - პროდუქტში ტოქსინებს გამოყოფს.



რჩევა:
პროდუქტში აფლატოქსინის არის თუ არა, ამის გაგება მარტივად შეიძლება - პროდუქტს გემო ეცვლება. მაგალითად, თხილი გამწარდება და ამძაღდება. ამიტომ ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას.



5. მზე


დღესდღეობით ყველაზე საშიშ კანცეროგენად მიჩნეულია მზე, უფრო ზუსტად - ულტრაიისფერი სხივები. მათი ჭარბად მიღება (როგორც მზის ქვეშ, ისე სოლარიუმში) მელანომისა და კანის კიბოს გაჩენის რისკს ქმნის. ულტრაიისფერი სხივები უფრო მეტად საშიშია ღია ფერის კანის და ბევრი ხალის მქნე ადამიანებისთვის.  


განსაკუთრებით აგრესიული და კანცეროგენულია ულტრაიისფერი გამოსხივება ცხელი კლიმატის ქვეყნებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. ამ საათებში მზე მაქსიმალურად უახლოვდება დადამიწის ზედაპირს და განსაკუთრებულად აქტიურია.



რჩევა:
შეამცირეთ სოლარიუმში გარუჯვის წუთები, დააკორექტირეთ ზაფხულში მზის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა, ისარგებლეთ მზის დამცავი კრემებით და ჩაიცვით შესაბამისი ტანსაცმელი, განსაკუთრებით, თუ ცხელ ქვეყნებში გიწევთ ზაფხულის გატარება.

დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება...