რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

ამბები

15 იანვარი 18:02

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება  გამოჩენილი შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერნსის სახელს ატარებს და  მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. მსგავსი ღონისძიებები უკვე წლებია, აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქველმოქმედო გალა საღამოები გამორჩეულია ტრადიციული შოტლანდიური საკვებით, მსოფლიოში საუკეთესო ვისკით და განუმეორებელი შოტლანდიური ცეკვებით.

თბილისში ბერნსის სახელობის საღამო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათი ხელშეწყობით უკვე 10 წელია, დახმარებას უწევს მათ, ვისაც თანადგომა სჭირდება.

საქველმოქმედო საღამო ტრადიციული შოტლანდიური საკვების - ჰაგისის სანახაობრივი წარდგენით, რობი ბერნსის ლექსით და შოტლანდიური საკრავის, ბეგ ფაიფის თანხლებით გაიხსნება. შემდეგ რობი ბერნსის მოღვაწეობას ოფიციალური გამოსვლები მიეძღვნება, ხოლო საღამოს მეორე ნახევარში ჩატარდება საქველმოქმედო აუქციონი და გათამაშება, რომლის ბილეთების შეძენაც სტუმრებს ადგილზე შეუძლიათ.

საღამოს დაასრულებს სპეციალურად მოწვეული შოტლანდიური ბენდი გლენკრეიგი, რომლის თანხლებითაც ტრადიციულ შოტლანდიურ ცეკვებს მასპინძლებთან ერთად სტუმრებიც შეასრულებენ.

რობი ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამოზე შეგროვებული ფონდი სამ ბენეფიციარს შორის გადანაწილდება. დახმარებას მიიღებენ სოფელ გრემის თემის სოციალური საწარმო, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კათარზისი“ და საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია.

თემი - სოფელ გრემში (კახეთი) არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო, რომელიც დღესდღეობით სხვადსხვა გამოცდილებისა და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანს აერთიანებს. თემი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მისი წევრები ცხოვრების საუკეთესო საშუალებებით და ზრუნვით და განავითაროს სამეწარმეო საქმიანობა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად. ცხოვრება თემში ადამიანების თანასწორობის რწმენაზეა დაფუძნებული, რომ თითოეულს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა და რომ თითოეულს აქვს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების უფლება.

კათარზისი - საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 2002 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ მოხუცს, უსახლკარო ადამიანს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და შეჭირვებულ მოსახლეობას ყოველდღიურად სთავაზობს საკვებს. კათარზისი ასევე მოსახლეობას სთავაზობს სამედიცინო  და სარეაბილიტაციო დახმარებას, როგორიცაა, მაგალითად, დროებითი თავშესაფარი, კომპიუტერისა და სავარჯიშო ოთახები.

საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია (DOG) – 2011 წლიდან ძირითადად მოხალისეების დახმარებით მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა დაეხმაროს უსახლკარო ძაღლებს და მათთვის ახალი ოჯახები მოიძიოს. 2014 წლიდან უკვე 1000-ზე მეტ ქუჩის ძაღლს ჩაუტარდა ვაქცინაცია და სტერილიზაცია, დაახლოებით 300 ძაღლისთვის იპოვეს ახალი და მოსიყვარულე ოჯახები (როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ), 3000 ძაღლზე მეტს გაუწიეს სხვადასხვა სახის დახმარება და ამჟამად 35 ჯანმრთელი და აცრილი ძაღლი კიდევ ელოდება ახალ პატრონს მათ თავშესაფარში. აღნიშნული ორგანიზაცია, ასევე, მუშაობს თბილისის სკოლებთან, რათა ახალ თაობაში გაიზარდოს ცნობიერება ცხოველების დახმარების, მოვლისა და უსაფრთხოების მიმართულებით. 



 

დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება... 
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?